მატა: “ერერას შეუძლია ვარსკვლავი გახდეს”

დღეს გამართული მატჩში ანდერ ერერა ერთ-ერთი იყო იმ ორთგან, რომელმაც სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე, გააკეთა რა ორი საგოლე გადაცემა და ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულიყო.

ხუან მატა მოხიბლულია მისი თანამემამულის გამოსვლით და მოუთმენლად ელის მათივე ურთიერთობის პროგრესს. ხუანი და ერერა ერთმანეთს ჯერ კიდევ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებებიდან იცნობენ.

“მან შესანიშნავად იმუშავა.” აცხადებს მატა Manutd.com-თან ინტერვიუში. “მე მას ვიცნობ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებებიდან და დღეს იგი კარგად გამოიყურებოდა. მის გამო მე მოხარული ვარ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს მოედნანზე და მის გარეთ და ვიცი, რომ გუნდს უამრავ სიკეთეს მოუტანს მომავალ სეზონში.”

ყველაზე შთამბეჭდავი რაც “იუნაიტედის” დამანგრეველი გამარჯვების შემდეგ არის აღსანიშნავი, ეს ახალი წყობით თამაშია, რომელიც 3-5-2-ს ითვალისწინებს. ანალოგიური წყობით ასპარეზობდა 62 წლის სპეციალისტი, ვან გაალი, როდესაც ჰოლანდიის ნაკრებს მუნდიალზე მიუძღვოდა.

ამ გადაწყვეტილებამ დიდი სარგებელი მოუტანა გასულ მატჩში. ბურთის კონტროლი და სწრაფი კონტრ შეტევები თავ-გზას უბნევდა მეტოქეთა დაცვის ხაზს. მატა კი აცხადებს, რომ ეს შესანიშნავი სტარტი გამოდგა, იმისდა მიუხედავად, რომ მისი თანაგუნდელები ამ წყობით თამაშს არ არიან შეჩვეულები.

“ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ ვიცით რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.”აგრძელებს ესპანელი. “ზოგიერთ ფეხბურთელს მხოლოდ 3 ან 4 დღე ჰქონდა ნავარჯიშები. ასე რომ გაუმჯობესება კიდევ წინ გველის, როგორც ფიზიკური ასევე ტაქტიკური კუთხით.”

“მაგრამ ყველაზე მთავარი ის აღმოჩნდა, რომ ჩვენ ადვილად გავუგეთ იმ სისტემას, რომლითაც მწვრთვნელს სურდა რომ გვეთამაშა. საერთო ჯამში კარგი მატჩი გამოდგა. მწვრთვნელს სურს, რომ მოედნის ცენტრში ბურთიანად სწრაფად ვიმოქმედოთ, მოვძებნოთ გაგრძელებები და გავშალოთ თამაში. ეს არის ის, რასაც მომავალშიც გავაკეთებთ.”

“იუნაიტედის” მომდევო ამხანაგური მატჩი შაბათს, იტალიური “რომას” წინააღმდეგ გაიმართება. აღნიშნული მატჩი 27 ივლის, ღამის პირველის 10 წუთზე დაიწყება და ტრადიციისამებრ RedArmy უზრუნველყოფს იმას, რომ “იუნაიტედის” გულშემატკივარმა მორიგი მატჩის ხილვით ისიამოვნოს.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ხუან მატას ულამაზესი საჯარიმო “საუთჰემპტონის” კარში

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “საუთჰემპტონსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ხუან მატამ მეტოქის კარში ლამაზი საჯარიმო გაიტანა.

ინგლისის პრემიერ ლიგის ვარსკვლავები “ადიდასის” ახალ რეკლამაში

პოპულარულმა სპორტულმა ბრენდმა “ადიდასმა” ახალი რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას ინგლისის პრემიერ ლიგის ვარსკვლავები იღებენ.

მატა: “მანჩესტერს შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ხუან მატა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს, თვლის, რომ მის კლუბს “ბაიერნის” დამარცხების შანსი აქვს.

“ნიუკასლთან მოპოვებულმა გამარჯვებმა მეტი თავდაჯერებულობა მოგვცა. სწორედ ეს დაგვაკლდა “ბაიერნთან” “ოლდ ტრაფორდზე” გამართულ მატჩში.

მანჩესტერში საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ, თუმცა ჩემთვის ძალიან რთული იყო ტრიბუნებიდან ამ თამაშის ყურება.

“მანჩესტერს” შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია” – განაცხადა მატამ.

როგორ ახვევს კუთხურიდან ხუან მატა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ახვევს კუთხურიდან ხუან მატა.

მატა: “მანჩესტერს” უთხეულში შესვლა შეუძლია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ ნახევარმცველ ხუან მატას თავისი გუნდის მთავარ ამოცანად ოთხეულში მოხვედრა მიაჩნია.

“მიზანი – ოთხეულში მოხვედრაა. “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაშობდეს. ამის განხორციელება რთული იქნება, ვინაიდან კონკურენტები ძალიან კარგ ფორმაში არიან. თუნდაც “ლივერპულის” მაგალითი რომ ავიღოთ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ოთხეულში მოხვედრის პოტენციალი აქვს და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ” – განაცხადა მატამ.

10 ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთის ისტორიაში

გთავაზობთ ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელების რეიტინგს.

ასიერ ილიარამენდი. “სოსიედადი” – “რეალი”. 30 მილიონი ევრო (2013 წელი).

 

~

რობერტო სოლდადო. “ვალენსია” – “ტოტენჰემი”. 30 მილიონი ევრო (2013 წელი).

 

ისკო. “მალაგა” – “რეალი”. 30 მილიონი ევრო (2013 წელი).

 

სესკ ფაბრეგასი. “არსენალი” – “ბარსელონა” 34 მილიონი ევრო. (2011 წელი).

 

ხაბი ალონსო. “ლივერპული” – “რეალი”. 35.4 მილიონი ევრო (2009 წელი).

 

ფერნანდო ტორესი. “ატლეტიკო” – “ლივერპული”. 38 მილიონი ევრო (2007 წელი).

 

დავიდ ვილია, “ვალენსია” – “ბარსელონა”, 40 მილიონი ევრო (2010 წელი).

 

ხავი მარტინესი, “ატლეტიკი” – “ბაიერნი”, 40 მილიონი ევრო (2012) წელი.

 

ხუან მატა, “ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”, 44,73 მილიონი ევრო (2014 წელი).

 

გაისკა მენდიეტა, “ვალენსია” – “ლაციო”, 48 მილიონი ევრო (2001 წელი).

 

ფერნანდო ტორესი, “ლივერპული” – “ჩელსი”, 58,5 მილიონი ევრო (2010 წელი).

მატა: “მანჩესტერს ჩემპიონობა შეუძლია”

ლონდონის “ჩელსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასული ხუან მატა ჟურნალისტებს გაესაუბრა და თავისი ახალი გუნდის შანსებზე ისაუბრა.
ამჟამად “წითელი ეშმაკები” სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე არიან და ლიდერ “არსენალს” 14 ქულით ჩამორჩებიან.

“მანჩესტერში ყველაზე მეტად ამ გუნდის ხასიათი მომწონს. ნებისმიერ სხვა გუნდში ჩემპიონობის მოგებაზე ფიქრი წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ აქ ეს სავსებით რეალურია. მანჩსტერს ჩემპიონობა შეუძია” – განაცხადა მატამ.

საფეხბურთო უიკენდის ტოპ-10

“ოქროს ბურთი” მადრიდში, მატა მანჩესტერში, ბუნდესლიგის დაბრუნება და საფეხბურთო უიკენდის სხვა საინტერესო მოვლენები ჩვენს ტოპ-10-ში.

 

მატა მანჩესტერში

კვირას, 26 იანვარს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა ხუან მატას ტრანსფერი ლონდონის “ჩელსიდან”. აღნიშნული ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. ესპნელში მანჩესტერელებმა 37,1 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს დანიშნვის შემდეგ, მატამ ლიდერის როლი დაკარგა და მეორე პლანზე გადავიდა, რაც ამ დონის მოთამაშისთვის საკმაოდ რთულია.

რონალდუს ექსპოზიცია

რონალდუმ “გრანადასთან” გამართული მატჩის დაწყებამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივარს “ოქროს ბურთი” წარუდგინა.

პრესტიჟულ ჯილოსთან ერთად სამსახსოვრო ფოტო “რეალის” სასტარტო შემადგენლობის ყველა ფეხბურთელმა გადაიღო.

პორტუგალიელმა ამ აქციით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ თანაგუნდელების გარეშე “ოქროს ბურთის” მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.

ბუფონის ორმაგი სასჯელი

“იუვენტუსის” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ლაციოსთან” გამართულ მატჩი წითელი ბართი 24-ე წუთზე მიიღო, როდესაც მიროსლავ კლოზეს წინააღმდეგ დაარვია თამაშის წესი რაც თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დამთავრდა. 2011 წლის 20 თებერვლის შემდეგ ეს ბუფონის პირველი გაძევებაა. მაშინ მეკარე “ლეჩესთან” სტუმრად გამართულ მატჩი გააგდეს. “იუვემ” ის შეხვედრა 2:0 წააგო, ამჯერად კი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბუნდესლიგის დაბრუნება

ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა ბუნდესლიგის გათამაშება. მეთვრამეტე ტურის პროგრამა მიუნჰენგლადბახში გაიხსნა, სადაც ადგილობრივ “ბორუსიას” მოინხენის “ბაიერნი” ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის სხვა ლიდერებმა ქულები დაკარგეს და “ბაიერნიც” წინ ათქულიანი ჰანდიკაპით გაიჭრა.

მესის დუმილი

“ბარსელონა” პრიმერას ლიდერობას განაგრძობს. ამჯერად კატალონიელებმა “მალაგას” სძლიეს. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლეო მესიმ თასზე 4 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონატში კი მეტოქეთა კარის აღებას ჯერ ვერ ახერხებს. თუმცა, ამჯერად არგენტინელმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, რომელიც პედრომ გამოიყენა.

აკვილანი – “ჯენოას” ჯადო

ალბერტო აკვილანიმ ბოლო დროს “ფიორენტინას” სასტარტოში ადგილი დაკარგა, თუმცა ბორხა ვალეროს ტრავმამ აკვილანის შანსი მისცა, რომლის გამოყენებაც მან მშვენივრად შესძლო. აკვილანი “ჯენოასთან” გამართული მატჩის გმირი გახდა. თუმცა, ზუსტად შესრულებული პენალტი და ორი შესანიშნავი საჯარიმო გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ აკვილანიმ გენუელებს პირველ წრეშიც გაუტანა.

ბლაშიკოვსკიმ სეზონი დაასრულა

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი ტრავმირებულია და შესაძლოა მოედანზე ნახევარი წელი ვერ გამოვიდეს. პოლონელმა ფეხბურთელმა ტრავმა “აუგსბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართულმა დაპირისპირებამ გამარვება ვერ გამოავლინა – 2:2. ბლაშიკოვსკიმ კი მოედანი მეექვსე წუთზე დატოვა.

დე ბრიუინე ისვე გერმანიაშია

“ვერდერში” წარმატებული იჯარის შემდეგ “ჩელსიმ” დე ბრიუინე “ვოლფსბურგში” 17 მილიონ ევროდ გაყიდა. “მგელბის” შემადგენლობაში ბელგიელს დებიუტი “ჰანოვერის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ქონდა. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთელმა ღირებული ვერაფერი ვერ შექმნა.

“მონაკო” ფალკაოს გარეშე იგებს

მიუხედავად რადამელ ფალკაოს ტრავმისა “მონაკომ” კვლავ მოიგო. მორი ტურში “მონაკომ” “მარსელი” დაამარცხა. თავი ვალერ ჟერმენმა და ემანუელ რივიერმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით მონაკომ 48 ქულას მოუყარა თავი და “პსჟ”-სთან ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

“სიტის” თავგადასავალი

“მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის თასზე “ოუტფორდთან” საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მოიგო. “ეტიჰადზე” გამართული დაპირისპირება მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.

პირველი ტაიმიშ შემდეგ მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში პელეგრინის ფეხბურთელებმა სიტუაციის გამარჯვება შესძლეს, რაც სერხიო აგუერო დამსახურებაა. არგენტინელმა ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.

“მანჩესტერმა” “ჩელსისთან” შეთანხმება დაადასტურა

“მანჩსტერ იუნაიტედი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხუან მატას ტრანსფერი თაობაზე “ჩელსისთან” მოლაპარაკების წარმატებით დასრულება დასტურდება. კლუბის განცხადებაში აღინიშნება, რომ სატრანსფერო თანხა რეკორდული იქნება მანჩესტერელებისთვის, მაგრამ თანხის დაკონკრეტება არ ხდება.

კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით ტრანსფერი განსახორციელებლად მატამ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს “მანჩესტერის” ხელმძღვანელობასთან.

მატამ “მანჩესტერს” პასუხი დღეს უნდა უთხრას

მატას ტრასნფერის განხორციელება ფეხბურთელის პირად გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ბრიტანული პრესის ცნობით, მატამ დღეს უნდა თქვას საბოლოო პასუხი.
სავარაუდოდ, ტრასნფერის ღირებულება 40 მილიონ გირვანქას შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა “ჩელსის” რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მატა “არისტოკრატების” რიგებს 2011 წელს “ვალენსიიდან” შეუერთდა. მაშინ ლონდონელებმა “ღამურებს” 23,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

“მანჩესტერი” მატაში 40 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “ჩელსის” ხუან მატას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა.

მანჩესტერელებმა “არისტოკრატებს” ესპანელ ნახევარმცველში 40 მილიონი გირვანქა შესთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ მატამ თავის ახლობლებსა და მეგობრებს უკვე შეატყობინა მანჩსტერში გადაბარგების შესახებ.