გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე “პსჟ”-მ “მონაკოდან” კილიან მბაპე 180 მილიონ ევროდ შეიძინა. ამით ფრანგი შემტევი გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი მოთამაშე და რიგით მეორე (ნეიმარის შემდეგ, 222 მილიონი ევრო) უძვირეს ფეხბურთელთა სიაში.
“პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მათ 18 წლის ფეხბურთელის ყიდვა ძალიან გაუჭირდათ, რადგან რამდენიმე კლუბი მასში მეტ თანხას იხდიდა, ვიდრეც – პარიზული გუნდი.
“მენდეთ, ჩვენ კილიანის შეძენაში რამდენიმე გრანდი გვეცილებოდა, რომელიც “მონაკოს” 180 მილიონზე მეტ თანხას ჰპირდებოდა. ყველა დიდ გუნდს ის სურდა. თუმცა, ჩვენ მას ავუხსენით, კონკრეტული გეგმა და ამბიციები. მბაპე მოიხიბლა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ამ ტრანსფერში დიდი როლი ჰქონდა იმ ფაქტორსაც, რომ იგი ფრანგია, პარიზელია და ეს კლუბის მის გულშია.”
“დიახ, მას სურს დარჩეს საფრანგეთში და ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული ფერები დაიცვას. მბაპე “პსჟ”-ს ახალ ისტორიას დაწერს. თუმცა, კილიანს მცირე ისტორია აქ უკვე აქვს. ნახეთ ფოტოები? ისინი არ იტყუებინა. 10 წლის მბაპესაც ძალიან უყვარდა ეს კლუბი და ოცნებობდა, რომ მისთვის ეთამაშა,” – აცხადებს ალ-ხელაიფი.