კილიან მბაპე “ტროასთან” დაისვენებს და “რეალისთვის” მოემზადება

ნეიმარის შემდეგ, “პსჟ”-ს კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო. 19 წლის ფრანგს 61-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება. კილიანს გამოკვლევა ჩაუტარდა და, როგორც ცნობილი გახდა, ეს დაზიანება არც ისე სერიოზულია.

ფრანგული გამოცემა, L’Equipe იტყობინება, რომ უნაი ემერისა და ექიმიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მბაპე ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ტროას” წინააღმდეგ სამ მარტს არ ითამაშებს. იგი შეეცდება აღდგენითი პროცედურით, რაც შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. შესაბამისად, ფეხბურთელი, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, დიდი აბათობით, მზად იქნება.

გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი ექვს მარტს, პარიზში, თბილისის დროით, 23:45 წუთზე გაიმართება. წინა დაპირისპირებაში მადრიდელებმა ანგარიშით, 3:1 იმარჯვეს.

“პსჟ”-ს ბოსი: “სხვა კლუბები მბაპეში მეტს იხდიდნენ”

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე “პსჟ”-მ “მონაკოდან” კილიან მბაპე 180 მილიონ ევროდ შეიძინა. ამით ფრანგი შემტევი გახდა ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი მოთამაშე და რიგით მეორე (ნეიმარის შემდეგ, 222 მილიონი ევრო) უძვირეს ფეხბურთელთა სიაში.

“პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ მათ 18 წლის ფეხბურთელის ყიდვა ძალიან გაუჭირდათ, რადგან რამდენიმე კლუბი მასში მეტ თანხას იხდიდა, ვიდრეც – პარიზული გუნდი.

“მენდეთ, ჩვენ კილიანის შეძენაში რამდენიმე გრანდი გვეცილებოდა, რომელიც “მონაკოს” 180 მილიონზე მეტ თანხას ჰპირდებოდა. ყველა დიდ გუნდს ის სურდა. თუმცა, ჩვენ მას ავუხსენით, კონკრეტული გეგმა და ამბიციები. მბაპე მოიხიბლა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ამ ტრანსფერში დიდი როლი ჰქონდა იმ ფაქტორსაც, რომ იგი ფრანგია, პარიზელია და ეს კლუბის მის გულშია.”

“დიახ, მას სურს დარჩეს საფრანგეთში და ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული ფერები დაიცვას. მბაპე “პსჟ”-ს ახალ ისტორიას დაწერს. თუმცა, კილიანს მცირე ისტორია აქ უკვე აქვს. ნახეთ ფოტოები? ისინი არ იტყუებინა. 10 წლის მბაპესაც ძალიან უყვარდა ეს კლუბი და ოცნებობდა, რომ მისთვის ეთამაშა,” – აცხადებს ალ-ხელაიფი.