ჟირუ: “ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ისეთ გუნდში თამაში, როგორიც “არსენალია”

ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ აღიარებს, რომ ზაფხულში კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც “ემირეტს სტედიუმზე” დარჩენის გადაწყვეტილება მიაღებინა.

“მართალია, კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი – სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. მაგრამ, ამ საკითხზე დაფიქრებისა და ახლობლებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც მხარში დამიდგნენ, გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავი.

მივხვდი, რომ “არსენალში” ჩემი სამუშაო ბოლომდე არ შემისრულებია, სწორედ ეს ვუთხარი მწვრთნელსაც. კლუბმა მე ძალიან ბევრი რამ მომცა და მინდა ამ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო.

ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ისეთ გუნდში თამაში, როგორიც “არსენალია”, სადაც თითქმის ასი გოლი მაქვს გატანილი. მინდა კლუბს ტიტულები მოვაგებინო და წარმატებებს ერთად მივაღწიოთ,” – აცხადებს ჟირუ.