ჟირუმ გადაწყვიტა

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, ის იანვარში გუნდის გამოცვლას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის თავდამსხმელით მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” არიან დაინტერესებულნი.

ოლივიე ჟირუმ მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

დიდიე დეშამმა ჟირუს მთავარი მინუსი დაასახელა

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მთავარი მიზეზი დაასახელა, რის გამოც ამ უკანასკნელს დიდად არ ენდობა.

“ოლივიე ჟირუს მთავარი პრობლემა მისი ხასიათია. ხშირად ჟირუ მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის თამაშობს და არა ისე, როგორც გუნდსა და მის თანაგუნდელებს სჭირდება,” – განაცხადა დეშამმა პერუსთან გასამართ მატჩამდე.

შეგახსენებთ, რომ ჟირუ მუნდიალის გახსნით მატჩში შეცვლაზე შემოვიდა (70′) და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. – “მეორეს მხრივ, როდესაც ის არ თამაშობს, ყველანი ვრწმუნდებით, თუ რამდენად გვჭირდება ის,” – ამატებს დეშამი.

გეტყვით იმასაც, რომ ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის რიგით მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია.

ჟირუ: “კოლუმბიასთან მატჩი სილის გაწნის ტოლფასი იყო”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების შემტევმა, ოლივიე ჟირუმ, კოლუმბიასთან წაგებული მატჩის შემდეგ (2-3) პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგებმა კოლუმბიელების გაკვეთილი კარგად უნდა დაისწავლონ.

“თამაში ორი ტაიმისგან შედგება და ჩვენი მიდგომა ორივე მათგანში ერთნაირი უნდა იყოს. თუ პირველ ტაიმს მოვიგებთ, მეორე ტაიმში მოდუნებულები არ უნდა ვთამაშობდეთ, თანაც ასეთი მეტოქის წინააღმდეგ.

ეს თამაში სილის გაწნას უფრო ჰგავდა და იმედი მაქვს, რომ ამ გაკვეთილს კარგად დავისწავლით, ეს გაფრთხილება იყო,” – აღნიშნავს ჟირუ, რომლის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოისაზრება.

ტიერი ანრი ოლივიე ჟირუს ტრანსფერს გამოეხმაურა

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, ტიერი ანრი თავისი თანამემამულის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც იცით, ჟირუ “ემირეიტსზე” გატარებული 6 წლის შემდეგ “ჩელსისთვის” გაიტანს გოლებს.

“ძალიან უცნაური იქნება მისი ლურჯ ფორმაში ხილვა, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრების მაისურს თუ არ გავითვალისწინებთ. მე მას მუდამ თეთრ-წითელ მაისურში წარმოვიდგენდი.

ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ამაში, ბუნებრივია, ჟირუს ვერ დავადანაშაულებთ, ეს უფრო მოტივაციისა და სათამაშო დროის დაკარგვის ბრალია.

მჯერა, რომ ჟირუ კარიერის “ჩელსიში” გაგრძელებაზე არ ფიქრობდა. უბრალოდ, ახლა მისთვის მთავარი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რისთვისაც მას სათამაშო დრო სჭირდება. იმედია, ფანები მასზე ცუდს არ იტყვიან, რადგანაც ის ამას არ იმსახურებს,” – აცხადებს ანრი.

“ჩელსიმ” “არსენალთან” ოლივიე ჟირუს ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა თანაქალაქურ “არსენალთან” ოლივიე ჟირუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამ ინფორმაციას Telegraph და Guardian ადასტურებს.

ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით, “არისტოკრატებს” ფრანგი შემტევის ტრანსფერი სულ რაღაც 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა და 31 წლის ჟირუმ უკვე შეათანხმა ტრანსფერის ყოველი დეტალი კლუბთან.

გეტყვით იმასაც, რომ ჟირუს გაფორმებისთანავე, “ჩელსი” მიში ბატშუაის დორტმუნდის “ბორუსიაში” გაუშვებს. გერმანული კლუბი კი თავის მხრივ, პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიჰყიდის “არსენალს”.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ 24 მატჩი ჩაატარა “არსენალის” რიგებში (10 მათგანი სასტარტოდან დაიწყო) და შვიდი გოლი გაიტანა.

Sport Bild: “ბაიერნს” ჟირუ სურს”

მიმდინარე სეზონში მიუნხენის “ბაიერნს” შეტევის წინა ხაზზე, არც თუ ისე კარგი მდგომარეობა აქვს, გერმანელები იმდენად დამაჯერებლად ვეღარ გამოიყურებიან, როგორც წინა წლებში, ამიტომაც მათი თავარი საზრუნავი, სწორედ თავდასხმის გაძლიერებაა.

ცნობილი გერმანული გამოცემა Sport Bild-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მიუნხენში ფრანგ ოლივიე ჟირუს მოიაზრებენ. “არსენალის” ცენტრ ფორვარდს მიმდინარე სეზონში საკმარისი სათამაშო დრო აღარ ეძლევა, რაც ლონდონელთა რიგებში ლაკაზეტის გადმოსვლით აიხსნება.

შეგახსენებთ, რომ ჟირუ მეთოფეების შემადგენლობაში 2012 წელს ფრანგული “მონპელიედან” გადმობარგდა, მან “არსენალის” მაისურით 244 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 101 გოლით გამოიჩინა.

ჟირუ: “ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ისეთ გუნდში თამაში, როგორიც “არსენალია”

ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ აღიარებს, რომ ზაფხულში კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც “ემირეტს სტედიუმზე” დარჩენის გადაწყვეტილება მიაღებინა.

“მართალია, კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავი – სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. მაგრამ, ამ საკითხზე დაფიქრებისა და ახლობლებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც მხარში დამიდგნენ, გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავი.

მივხვდი, რომ “არსენალში” ჩემი სამუშაო ბოლომდე არ შემისრულებია, სწორედ ეს ვუთხარი მწვრთნელსაც. კლუბმა მე ძალიან ბევრი რამ მომცა და მინდა ამ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო.

ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ისეთ გუნდში თამაში, როგორიც “არსენალია”, სადაც თითქმის ასი გოლი მაქვს გატანილი. მინდა კლუბს ტიტულები მოვაგებინო და წარმატებებს ერთად მივაღწიოთ,” – აცხადებს ჟირუ.

“მარსელი” ოლივიე ჟირუს გადაბირებას შეეცდება

ფრანგული “მარსელის” ხელმძღვანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ მიზნად ოლივიე ჟირუს გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის რედაქცია ავრცელებს.

როგორც იცით, ფრანგმა თავდამსხმელმა ახლახან გაახანგრძლივა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი (2020 წლამდე), თუმცა “მარსელს” სჯერა, რომ 20 მილიონი ფუნტი ყველაფერს შეცვლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ჟირუმ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან მხოლოდ 14-ჯერ დაიწყო. მის ანგარიშზე კი 13 გატანილი გოლია.

ჟირუ: “ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემიტანია”

ოლივიე ჟირუ 2012 წელს მივიდა ლონდონის “არსენალში”. ფრანგი უკვე მეხუთე წელია ინგლისურ კლუბშია და ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ მას წარმატებული ლონდონური კარიერა აქვს.

ჟირუმ სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან. მან ჟურნალისტებთან “არსენალში” მის როლზე ისაუბრა.

“ძალიან რთულია, როცა უყურებ, შენი გუნდი როგორ აღწევს წარმატებას და შენ მინდორზე არ ხარ. ამ დროს, ძალიან მოუსვნერად ხარ და არ იცი, რა გააკეთო.”

“ხოლო, როცა მინდორზე ვარ, “არსენალში” მოსვლის დღიდან, ვცდილობ, რომ ამ მანქანის წარამტებულ მუშაობაში ჩემი წვლილი შევიტანო, ბოლომდე დავიხარჯო.”

“მიმდინარე სეზონი ეფექტურად ვერ დავიწყე. ოქტომბარმდე გოლი არ მქონდა გატანილი. თუმცა, “სანდერლენდისა” და “მანჩესტერ იუანიტედის” კარების აღების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი გავიტანე. ამ ყველაფერმა თავდაჯერებულობა შემმატა.”

“ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდები და წინ მივიწევ. ჩემს შესაძლებლობებში არასდროს შემიტანია ეჭვი.”

“კარგია, როცა ფეხბურთელს დრო ეძლევა, რათა მისი თვისებები მოედანზე სრულად გამოავლინოს. როცა ჩემი თანამემამულე მწვრნელი შანსს მაძლევს, ვცდილობ პუბლიკას თავი რამე გამოსარჩევით დავამახსოვრო. მიხარია, რომ “არსენალში” მნიშვნელოვანი გოლები მაქვს გატანილი. განსაკუთრებით, ეს ეხება ბოლო წუთებზე გატანილ გოლებს,” – განაცხადა ჟირუ.

ჟირუ: “იმეიდ მაქვს, ოზილი და სანჩესი გაახანგრძლივებენ”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელებს, მესუთ ოზილსა და ალექსის სანჩესს გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურებათ. ჯერჯერობით, უცნობია დადებენ თუ არა ისინი ახალ ხელშეკრულებას გუნდთან.

“მეთოფეთა” თავდამსხმელს, ოლივიე ჟირუს, რომელმაც კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა, იმედი აქვს, რომ გუნდის ლიდერები მის გზას გაყვებიან.

“რა თქმა უნდა, როგორც მე, ასევე მთელს გუდნდს სურს, რომ მესუთი და ალექსისი ჩვენთან დარჩნენ. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობენ ისინი აღნიშნულ საკითხზე ამ მომენტში. იმედი მაქვს, მალე გადაწყვეტენ ახალ კონტრაქტებზე ხელის მოწერას.”

“რაც შემეხება მე… “არსენალში” ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდთან ერთად ბევრი თავგადასვაალი გადამხდა თავს და კიდევ უფრო უკეთესი მომავლის იმედი მაქვს,” – განაცხადა ფრანგმა შემტევმა.

კოშელნი: “ის, რასაც სანჩესი აკეთებს, წყალზე ფეხით გასვლის ტოლფასია”

ლონდონის “არსენალის” მცველის, ლორან კოშელნის აზრით, ფაქტი, რომ ალექსის სანჩესმა ოლივიე ჟირუს არყოფნის პერიოდში შეტევითი ხაზის ლიდერობა იკისრა და თანაც ასე კარგად ასპარეზობს წყალზე გასვლის ტოლფასია.

“ევრო 2016-ის შემდეგ, გუნდს გვიან შევუერთდით. ასე რომ, ვარჯიშზე უფრო მეტი უნდა გვემუშავა, რათა ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვედროდით.

“არსენალის” წინა ხაზზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ალექსის სანჩესი წყალზე დადის, მისი ძირითადიდან ამოგდება ძალიან რთული იქნება.

ოლივიეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მას უფრო დიდი პრობლემებიც გადაუჭრია. გვჯერა, რომ ის ძველ ფორმას დაიბრუნებს.”

“მეთოფეებს” “ლივერპულთან” თამაში კოშელნის, იოზილისა და ჟირუს გარეშე მოუწევთ

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერ ლიგის პირველ მატჩში, “ლივერპულის” წინააღმდეგ, “მეთოფეებს” გუნდის სამი ლიდერი ვერ დაეხმარება.

ლორან კოშელნის, მესუტ იოზილსა და ოლივიე ჟირუს ევრო 2016-ზე თამაშის შემდეგ, ვარჯიში ჯერაც არ განუახლებიათ.

“ვიკინგთან” ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (8-0), არსენ ვენგერმა მათ შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა : “ლივერპულთან” გასამართი მატჩი საკმაოდ ადრეა მათთვის, ისინი მზად არ არიან.”