კუმანი “ატალანტასთან” განადგურების შემდეგ: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

მერსესაიდის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “ატალანტასთან” სამბურთიანი სხვაობით წაგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთლიან პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

“ჩემივე თავი უნდა გავაკრიტიკო, გუნდი ნამდვილად არ იყო მომზადებული ამ მატჩისათვის. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. რაც შეეხება მეტოქეს, ისინი აგრესიულად და ორგანიზებულად თამაშობდნენ.

“ტოტენჰემთან” წაგებულ მატჩში (0:3) ჩემს თავს ბევრ კითხვას ვუსვამდი, რადგანაც არ მინდა ჩემს გუნდს ასეთ მდგომარეობაში ვხედავდე.

ჩემმა გუნდმა ცუდად ითამაშა, ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება მეტოქეს უფრო უნდოდა, ვიდრე ჩვენ. ისინი გაცილებით უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ შეხვედრას,” – აცხადებს “საუთჰემპტონის” ექს-დამრიგებელი.