კუმანს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (1:3) შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსაჯები და ვიდეოგამეორების სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ორიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიდერლანდელი სპეციალისტის წინააღმდეგ დისციპლინური საქმე აღძრეს მუხლით, რომელიც კრძალავს მსაჯების ან ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის წევრების მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებასა და მათ შეურაცხყოფას. შესაძლოა, კუმანს დისკვალიფიკაცია არ აკმარონ და 601-დან 3005 ევრომდე ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრონ.

“რეალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ კუმანმა მსაჯები გააკრიტიკა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონში VAR სისტემასთან დაკავშირებული სადავო ეპიზოდები მუდმივად მისი გუნდის საწინააღმდეგოდ წყდება.

ოფიციალურად: რონალდ კუმანს ჰოლანდიის ნაკრები ჩააბარეს

მერსესაიდული “ევერტონის” ყოფილი თავკაცი, რონალდ კუმანი ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარადგინეს. ამ ინფორმაციას ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც იცით, “ნარინჯისფრებს” დაახლოებით 100 დღე დასჭირდათ მთავარი მწვრთნელის ასარჩევად. ფედერაციის პრეზიდენტის, ერიკ გუდეს თქმით, კუმანის კანდიდატურა საუკეთესო იყო.

ნაკრების გაწვრთნაში რონალდ კუმანს ნიკო-იან ჰოოგმა და ალოის ვენკერი დაეხმარებიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰოლანდიის ნაკრები ვერც 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა და ვერც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

რონალდ კუმანი: “ჯერ კიდევ მჯერა, რომ რთული სიტუაციის გამოსწორება მე შემიძლია”

გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში მერსესაიდის “ევერტონმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით, 2-5 განადგურდა. ამ გუნდს ახლა რვა ქულა აქვს და მე-18 პოზიციას იკავებს.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ესაუბრა.

“გუნდი მოშლილია. მენტალურად რთული სიტუაციაა. აუცილებელია ცვლილება. თუმცა, ისევ მჯერა, რომ მე შემიძლია არსებული მდგომარეობის შეცვლა. ესაა ჩემი პასუხი იმაზე, რაც ჩვენს თავს ხდება. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული: გააჩნია, სიტუაციას როგორ შეხედავ. თუ ნეგატიურზე დაიწყებ ფიქრს, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის ვერანაირი გზა ვერ მოძებნო. მე ასეთი არ ვარ!” – აცხადებს ჰოლანდიელი.

“ევერტონი” დევიდ მოიესის კანდიდატურას განიხილავს

მიმდინარე სეზონში “ევერტონი” არც თუ ისე კარგად გამოიყურება, ამიტომაც გუნდის ხელმძღვანელობა რონალდ კუმანის დათხოვნაზე ფიქრობს.

ცნობილი გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლივერპულელები დევიდ მოიესის კანდიდატურას განიხილავენ, ის თერთმეტი წლის განმავლობაში წვრთნიდა “ევერტონს” და სწორედ მოიესის ხელში მიაღწია ამ გუნდმა წარმატებას, ამის შემდეგ მან “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა, სადაც ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი ჩაანაცვლა, მაგრამ “იუნაიტედმა” მის ხელში რეგრესი განიცადა.

მოიესის სამწვრთნელო კარიერა არც “სოსიედადსა” და “სანდერლენში” გამოდგა წარმატებული, სწორედ ამ უკანასკნელის ჩემპიონშიპში დაქვეითების შემდეგ დარჩა ის უგუნდოდ. მისი სახელს ბოლო პერიოდში მშობლიურ შოტლანდიის ნაკრებსაც უკავშირდებოდა, საინტერესოა თუ სად იმუშავებს გამოცდილი სპეციალისტი.

კუმანი: “ჯერ ისევ “ევერტონის” მწვრთნელი ვარ”

მერსესაიდის “ევერტონი” პრემიერ ლიგის რვა ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მე-15 ადგილზეა. რონალდ კუმანის გუნდმა მხოლოდ ორი თამაშის მოგება მოახერხა, ამდენივე ფრედ ითამაშა და დანარჩენში დამარცხდა.

ხვალ მერსესაიდელები ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდებიან. მატჩამდე გუნდის ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც არსებულ რთულ სიტუაციას შეეხო.

“იმედგაცრუება ცხოვრების ნაწილია, შესაბამისად, – ფეხბურთისაც. ეს მაშინ ხდება, როცა ვერ იგებ. მძულს წაგება. თუმცა, ჯერ ისევ “ევერტონის” მწვრთნელი ვარ და ვიბრძვი პრობლემების გადაჭრისთვის. რა თქმა უნდა, ვგრძნობ ზეწოლას. ვუყურებ ტელევიზორს და ზოგჯერ სოციალურ მედიაშიც ვარ. ვიცი, რა ხდება ჩემს გარშემო. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია. თუმცა, ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებ. წინ ვიყურები და სამი ქულის აღებას ვგეგმავ. ვფიქრობ, კვირას ყველა უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე გუშინდელი მარცხის შემდეგ (ლიონის “ოლიმპიკთან” ევროპის ლიგაზე, ავტ.).”

“ხელმძღვანელობასთან მაქვს ყოველდღიური, ყოველკვირეული კონტაქტი. ისინი მენდობიან. მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა. თუცმა, ყველა შედარებით უფრო დამწუხრებულია, რაც ლოგიკურია,” – აცხადებს კუმანი.

კუმანი “ატალანტასთან” განადგურების შემდეგ: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

მერსესაიდის “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “ატალანტასთან” სამბურთიანი სხვაობით წაგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთლიან პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

“ჩემივე თავი უნდა გავაკრიტიკო, გუნდი ნამდვილად არ იყო მომზადებული ამ მატჩისათვის. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. რაც შეეხება მეტოქეს, ისინი აგრესიულად და ორგანიზებულად თამაშობდნენ.

“ტოტენჰემთან” წაგებულ მატჩში (0:3) ჩემს თავს ბევრ კითხვას ვუსვამდი, რადგანაც არ მინდა ჩემს გუნდს ასეთ მდგომარეობაში ვხედავდე.

ჩემმა გუნდმა ცუდად ითამაშა, ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება მეტოქეს უფრო უნდოდა, ვიდრე ჩვენ. ისინი გაცილებით უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ შეხვედრას,” – აცხადებს “საუთჰემპტონის” ექს-დამრიგებელი.

კუმანი ადასტურებს: როს ბარკლი “ევერტონიდან” მიდის

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, როს ბარკლიმ “კამფეტებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

როგორც იცით, 23 წლის როს ბარკლის ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ ლონდონის “ტოტენჰემთან” და “არსენალთან”.

კუმანმა პრესკონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა: “ბარკლიმ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადება უარყო, პირად საუბარში კი მითხრა, რომ ახალი გამოწვევების ძიებაშია. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.”

ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ბარკლის წასვლა გარდაუვალი, ჰოლანდიელმა ასე უპასუხა: “დიახ.”

ლუკაკუ: “ჩემთან მუშაობა არც ისე ადვილია”

რომელუ ლუკაკუმ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მასთან მუშაობა არც ისე ადვილი საქმეა და “ევერტონის” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს მისი ახალ დონეზე გადაყვანისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან ბედნიერი ვარ.

მინდა მწვრთნელს დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისათვის. მაშინაც კი, როდესაც ცუდი პერიოდები მქონდა, ის ჩემს გვერდით იდგა. მან ახალ ეტაპზე გადამიყვანა.

როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვცდილობ ყველაფერი ვისწავლო და მაქსიმუმი გავაკეთო. ზოგჯერ არის კარგი და ცუდი პერიოდები, მაგრამ ყოველთვის იმის ცდაში ვარ, რომ გუნდს დავეხმარო.

მინდა ჩემს თანაგუნდელებს მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაში დავეხმარო. მიმდინარე სეზონში ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ,” – აცხადებს ბელგიელი თავდამსხმელი.

კუმანი: “დეულოფეუს კლუბის დატოვების უფლება აქვს”

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი აღიარებს, რომ ჯერარდ დეულოფეუს სურვილის შემთხვევაში, კლუბის დატოვების უფლება გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით, რომელსაც ბოლო დროს “გუდისონ პარკზე” არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს, იტალიური “მილანია” დაინტერესებული.

“ჯერარდს უკვე ვესაუბრე, მისი სიტუაცია საკმაოდ რთულია. თუ ის კლუბიდან წასვლასა და საკმარისი სათამაშო დროის მიღებაზე გააკეთებს აქცენტს, მას ამის უფლებას მივცემთ.”

კუმანმა იაგიელკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასასვლელი კარი მისთვისაც ღიაა: “ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეთავაზებებს მივიღებთ.”

კუმანი: “ლივერპულს” პრემიერ ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია”

შესაძლოა, რონალდ კუმანი “ლივერპულის” მოსისხლე მტრის, “ევერტონის” თავკაცი იყოს, მაგრამ ის ობიექტურობას მაშინაც არ კარგავს, როდესაც საქმე იურგენ კლოპის გუნდის საჩემპიონო შანსებს ეხება.

“ფავორიტებზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ “ლივერპულის” ასპარეზობით მოხიბლული ვარ.

შესაძლოა, “ევერტონის” თავკაცისგან ასეთ განცხადებას არ ელით, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ და ცხრილის სათავეში ყოფნასაც იმსახურებენ. მათ გააჩნიათ კონკრეტული მიზნები, რაც წარმატებისთვის აუცილებელია.

რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ჩემპიონის სტატუსის მოპოვება. ამის შანსი საკმაოდ დიდია, ამგრამ ამ დროისთვის ისინი მხოლოდ კანდიდატები არიან.” – დაამატა კუმანმა, რომლის გუნდიც 11 ტურის შემდეგ 8 ქულით ჩამორჩება კლოპისას.

რონალდ კუმანი: “ყველა ბრძოლა დავთმეთ”

მერსესაიდული “ევერტონის” ახალმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში, “ბორნმუთთან” განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის ცუდი თამაშის გამო უკმაყოფილება გამოხატა.

“დღეს “ბორნმუთი” უკეთესი გუნდი იყო, უფრო აგრესიული, რამაც პირველ ტაიმში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ასეთი თამაშით ვერაფერს მოვიგებთ. ყოველ მეორე ბურთს ვკარგავდით, ყველა ბრძოლა დავთმეთ.

მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა, მართალია დიდი შანსები ვერ შევქმენით, თუმცა მოედანზე ვდომინირებდით.

თამაში ისე უნდა დაგვეწყო, როგორც მეორე ტაიმში ვითამაშეთ. მომავალში ამას გამოვსაწორებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრემიერ ლიგაში დასარჩენად მოგვიწევს ბრძოლა.”

“ევერტონმა” ფრანკ დე ბურთან მოლაპარაკებები წამოიწყო

ფრანკ დე ბური “ევერტონში” რობერტო მარტინესის ჩანაცვლების მთავარ კანდიდატად განიხილება. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ “გუდისონ პარკის” ოფიციალურმა მხარემ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ჰოლანდიელ სპეციალისტთან.

Daily Mail-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” შტაბის ერთ-ერთი წევრი პარასკევს “აიაქსის” ყოფილი თავკაცის აგენტს, გვიდო ალბერს შეხვდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალბერსი “საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთანაც თანამშრომლობს, რომელიც მარტინესის ჩანაცვლების ერთ-ერთ კანდიდატურადაც განიხილება.

ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი დე ბურის ტყუპისცალმა, რონალდმა გააკეთა:”ფრანკი სამწვრთნელო კარიერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ეხლა მზად არის შემდეგი სვლის გასაკეთებლად.”