რონალდ კუმანი: “ჯერ კიდევ მჯერა, რომ რთული სიტუაციის გამოსწორება მე შემიძლია”

გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში მერსესაიდის “ევერტონმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით, 2-5 განადგურდა. ამ გუნდს ახლა რვა ქულა აქვს და მე-18 პოზიციას იკავებს.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ესაუბრა.

“გუნდი მოშლილია. მენტალურად რთული სიტუაციაა. აუცილებელია ცვლილება. თუმცა, ისევ მჯერა, რომ მე შემიძლია არსებული მდგომარეობის შეცვლა. ესაა ჩემი პასუხი იმაზე, რაც ჩვენს თავს ხდება. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული: გააჩნია, სიტუაციას როგორ შეხედავ. თუ ნეგატიურზე დაიწყებ ფიქრს, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის ვერანაირი გზა ვერ მოძებნო. მე ასეთი არ ვარ!” – აცხადებს ჰოლანდიელი.

ელნენი: “მინდა, რომ “არსენალის” ლეგენდა გავხდე”

მუჰამედ ელნენი 2015 წლის ზაფხულზე “ბაზელიდან” ჩაირიცხა ლონდონის “არსენალში”. მან ჯერ ნამდვილად ვერ მოიპოვა არსენ ვენგერის სრული ნდობა. მიუხედავად ამისა, ეგვიპტელი ნახევარმცველი უკვე “მეთოფეთა” ლეგენდობაზე ოცნებობს.

“მინდა, რომ ამ კლუბის ლეგენდა გავხდე.”

“დიდი სურვილი მაქვს, “არსენალში” ისეთივე სახელი დავტოვო, როგორიც – ტიერი ანრიმ. ვგულისხმობ, დაახლოებით მსგავსებას. ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. მეც მაქვს ჩემი სათამაშო სტილი, რომლითაც ხალხს, მინდა, თავი დავამახსოვრო,” – აცხადებს ელნენი.

ჯეკ უილშირი “არსენალიდან” წასვლაზე თანახმაა

სატრანსფერო ფანჯრის დასასრულს კიდევე ერთი საინტერესო ტრანსფერი შესაძლოა, განხორციელდეს…

პრესაში ვრცელდება ინფრომაცია, რომ ლონდონის “არსენალის” მოთამაშე, ჯეკ უილშირი თანახმაა, რომ იჯარის წესით დატოვოს კლუბი. ინგლისელი სპორტსმენის მთავარი და მუდმივი პრობლემა ტრავმებია, რომლის გამოც მას ძალიან ბევრი უცდება. ჯეკმა წინა სეზონის დიდი ნაწილიც ლაზარეთში გაატარა და ახლა არასახარბიელო ფორმაშია. დიდი ალბათობით, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ “მეთოფეთა” საყრდენი სემ ელარდაისმა ნაკრებში არ გამოიძახა.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, 24 წლის ფეხბურთელს სათამაშო დრო სჭჭირდება, რათა სასურველ კონდიციებში შევიდეს. ამისთვის კი თავად მოთამაშემ ოპტიმალურ ვარიანტად სხვა გუნდში დროებით წასვლა და ძალების იქ აღდგენა მიიჩნია. ვნახოთ, სად გადავა უილშირი.