ოფიციალურად: მოჰამედ ელნენიმ “არსენალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა, მოჰამედ ელნენიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ “მეთოფეთა” ოფიციალური გვერდი გვამცნობს. უცნობია, რამდენი ხნით დარჩება ეგვიპტელი ამჟამინდელ კლუბში.

გეტყვით, რომ 25 წლის ნახევარმცველი ინგლისელებმა 2016 წლის იანვარში შვეიცარიული “ბაზელიდან” დაიმატეს. მას შემდეგ მოჰამედმა 65 მატჩი ჩაატარა. გარდა “არსენალისა”, ელნენი ეგვიპტის ნაკრებშიც გამოდის. მან საკუთარი წვლილი შეიტანა ეროვნული გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლაზე.

ელნენი: “მინდა, რომ “არსენალის” ლეგენდა გავხდე”

მუჰამედ ელნენი 2015 წლის ზაფხულზე “ბაზელიდან” ჩაირიცხა ლონდონის “არსენალში”. მან ჯერ ნამდვილად ვერ მოიპოვა არსენ ვენგერის სრული ნდობა. მიუხედავად ამისა, ეგვიპტელი ნახევარმცველი უკვე “მეთოფეთა” ლეგენდობაზე ოცნებობს.

“მინდა, რომ ამ კლუბის ლეგენდა გავხდე.”

“დიდი სურვილი მაქვს, “არსენალში” ისეთივე სახელი დავტოვო, როგორიც – ტიერი ანრიმ. ვგულისხმობ, დაახლოებით მსგავსებას. ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. მეც მაქვს ჩემი სათამაშო სტილი, რომლითაც ხალხს, მინდა, თავი დავამახსოვრო,” – აცხადებს ელნენი.