ოფიციალურად: მოჰამედ ელნენიმ “არსენალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა, მოჰამედ ელნენიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ “მეთოფეთა” ოფიციალური გვერდი გვამცნობს. უცნობია, რამდენი ხნით დარჩება ეგვიპტელი ამჟამინდელ კლუბში.

გეტყვით, რომ 25 წლის ნახევარმცველი ინგლისელებმა 2016 წლის იანვარში შვეიცარიული “ბაზელიდან” დაიმატეს. მას შემდეგ მოჰამედმა 65 მატჩი ჩაატარა. გარდა “არსენალისა”, ელნენი ეგვიპტის ნაკრებშიც გამოდის. მან საკუთარი წვლილი შეიტანა ეროვნული გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლაზე.