ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გუნდში რობენის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევრო-2020-ისთვის გუნდში “გრონინგენის” ნახევარმცველ არიენ რობენის შესაძლო გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდებიოს ნაკრებში 37 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ ხმები განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ გახშირდა. გუშინ რობენმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის შემდეგ კი ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ გამორიცხა. სამაგიეროდ, ამას ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გამორიცხავს.

“ძალიან მიხარია, რომ რობენი ისევ თამაშობს. ნაკრებში იმ ფეხბურთელების გამოძახება, რომლებსაც კლუბში თამაში იშვიათად უწევთ, კრიტიკას იწვევს. რობენმა 90 წუთი უკანასკნელად ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ ითამაშა.

არასდროს თქვა “არასდროს”, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში რობენის გამოძახებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ის მზად ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იყოს”, – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Voetbal International-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ 96 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: რონალდ კუმანს ჰოლანდიის ნაკრები ჩააბარეს

მერსესაიდული “ევერტონის” ყოფილი თავკაცი, რონალდ კუმანი ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარადგინეს. ამ ინფორმაციას ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც იცით, “ნარინჯისფრებს” დაახლოებით 100 დღე დასჭირდათ მთავარი მწვრთნელის ასარჩევად. ფედერაციის პრეზიდენტის, ერიკ გუდეს თქმით, კუმანის კანდიდატურა საუკეთესო იყო.

ნაკრების გაწვრთნაში რონალდ კუმანს ნიკო-იან ჰოოგმა და ალოის ვენკერი დაეხმარებიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰოლანდიის ნაკრები ვერც 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა და ვერც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ფრენკ რაიკაარდი: “მესი ღმერთია”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, ფრენკ რაიკაარდი გუშინ “კამპ ნოუს” ესტურმა და ჩემპიონთა ლიგის წინასამატჩო ვარჯიშს დაესწრო. მას თან საკუთარი ვაჟიც ახლდა. საწვრთნელი პროცესის შემდეგ, რაიკაარდი ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას შეხვდა. შემდეგ კი, კომენტარიც გააკეთა.

“ახლა მეოჯახე ვარ და შემიძლია, “კამპ ნოუზე” მშვიდად ვუყურო “ბარსელონას” თამაშებს. ჩემი შვილი რვა წლისაა და მისი ოცნებაა, ამ კლუბის მატჩი ცხადში ნახოს. ხვალ მას ეს ნატვრა აუხდება.”

“მესი? ის ღმერთია! ის ღმერთია ყველასთვის! ასევე, აუცილებელია, განსაკუთრებულად შევაქოთ ანდრეს ინიესტა. ზოგადად, ყველა ფეხბურთელს წარსულიდან ვუყურებ. მათ მშვენიერი კარიერები აქვთ,” – აცხადებს ჰოლანდიელი.

გურამ კაშიას გამარჯვება “დენ ჰააგთან”

დღეს ჰოლანდიაში “ერედივიზიონის” მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა არნემის “ვიტესმა”, რომელიც “დენ ჰააგს” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა.

მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. 50-ე წუთზე კი ტიმ მატავჟა პენალტის გამოყენება და “ვიტესის” წინ გაყვანა ვერ შეძლო. ყველაფერი მატჩის მიწურულს მოხდა: 87-ე წუთზე ჯერ მიაზგამ აიღო “დენ ჰააგის” კარი, ხოლო თამაშის მეოთხე დამატებით წუთზე ლინსენმა მეორეც შეუგდო სტუმრებს. საბოლოოდ, 2-0 არნემელთა სასარგებლოდ.

საგულისხმოა, რომ გუნდის კაპიტანმა, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მას გაფრთხილება არ მიუღია. 13 ტურის შემდეგ მისი გუნდი 22 ქულით მეექვსე ადგილზეა.

“ვიტესი” “გრონინგენთან” დამარცხდა – კაშია შეუცვლელია!

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები შედგა.

“ნოორდლის სტადიონზე” “გრონინგენმა” არნემის “ვიტესი” მიიღო. უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე ლარსენის ავტოგოლით გაიხსნა. უნცაურია, თუმცა “გრონინგენმა” დაბოს ავტოგოლით აღადგინა წონასწორობა. ეს 59-ე წუთზე მოხდა. სამ წუთში მატავჟმა წინ გაიყვანა არნემელები. ამას მოჰყვა ირდისის, მაჰისა და ვანვეერტის გოლები, შესაბამისად, 65-ე, 78-ე და 82-ე წუთებზე. საბოლოოდ, მასპინძლებმა “ვიტესს” ანგარიშით, 4-2 სძლიეს.

საგულისხმოა, რომ არნემელთა შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

ამ წაგების შემდეგ გურამის გუნდი 19 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

დღეს ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში შვედეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. სამწუხაროდ, არიენ რობენის დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ “ნარჯინჯისფრები” მუნდიალზე მოხვედრილიყვნენ.

არნიშნული მატჩის შემდეგ, ოფოციალურად გახდა ცნობილი, რომ რობენმა ნაკრები დატოვა. შესაბამისად, იგი გუნდს მომდევნო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ დაეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ რობენმა ნაკრებში 96 შეხვედრა ჩაატარა და 37 გოლიც გაიტანა.

ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 2002 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება.

დღეს ევროპაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიეს და რუსეთისკენ აიღეს გეზი.

სამწუხაროდ, არიან გუნდები, რომლებმაც ამ შესარჩევის დროს მოლოდინები ვერ გაამართლეს. ერთ-ერთი მათგანია ჰოლანდიის ნაკრები. დღეს გადამწყვეტ ბრძოლაში ამ გუნდმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ არა საკმარისი ბურთების სხვაობით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ისეთი გამორჩეული ნაკრების გარეშე მუნდიალის ყურება, რომელმაც ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი შედეგი დააფიქსირა.

არიენ რობენისა და მისი თანაგუნდელების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ჰოლანდიელებმა ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა. საბოლოოდ რობენის დუბლის წყალობით მათ დაამარცხეს შვედეთის ნაკრები 2-0, მაგრამ როგორც ავღნიშნეთ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

არიან რობენმა ნაკრებში გატანილი გოლებით ბერგკამპს გადაასწრო

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა, არიენ რობენმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო.

გატანილი გოლების წყალობით, 33 წლის რობენმა ჰოლანდიის ნაკრებში გატანილი გოლების რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, გადაასწრო რა დენის ბერგკაპს.

“ნარინჯისფერთა” მაისურით ყველაზე მეტი გოლი რობინ ვან პერსის აქვს გატანილი (50), მას კლას-იან ჰუნტელაარი (42) და პატრიკ კლიუვერტი მოსდევენ (40). რობენის ანგარიშზე კი 37 გოლია.

გეტყვით იმასაც, რომ არიენი ძალიან ახლოსაა სანაკრებო კარიერის დასრულებასთან.

რობენი მსოფლიო ჩემპიონატზე: “ჩვენთვის ყველაფერი დასრულებულია”

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი, არიენ რობენი უარს ამბობს უსაფუძვლო ოცნებებზე და აღიარებს, რომ ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება.

“ძალიან მტკივნეულია, ეს ამ სპორტის ყველაზე ნეგატიური მხარეა. შვედეთის შედეგის შემდეგ, ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დავკარგეთ. ბელარუსს 8-0-ს ვერ მოვუგებდით და ვერც შვედეთს მოვუგებთ მსგავსი ანგარიშით.

როდესაც გავიგეთ, რომ შვედეთმა ასეთი ანგარიშით (8-0) მოიგო, დიდი დარტყმა მივიღეთ. ვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, ახლა კი ყველაფერი დასრულებულია,”- აცხადებს რობენი.

საქმე ისაა, რომ შვედეთმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურის მატჩში რვა გოლი გაუტანა ლუქსემბურგის ნაკრებს, რითიც თითქმის გაინაღდა ჯგუფში მეორე ადგილი. ბოლო ტურში შვედეთი ჰოლანდიელებს გასვლაზე უნდა დაუპირისპირდეს. “ნარინჯისფრები” რუსეთის საგზურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებენ, თუ შვედებს 7-1 ან უფრო დიდი ანგარიშით მოუგებენ.

დე ბრუინი: “შეხვედრის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად “ფეინოორდს ანგარიშით, 4:0 სძლია.

მატჩის ჩემდეგ ჟურნალისტებს ინგლისელთა ნახევამცველი, კევინ დე ბრუინი ესაუბრა.

“როცა პირველ ტაიმში სამი გოლი გაგაქვს, შემდეგ მთელ შეხვედრას აკონტროლებ და ნაკლებად ფიქრობ წარუმატებლობაზე. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, თუმცა არ მოვეშვით. მართალია, ბოლო ოცი წუთის მანძილზე ვპასიურობდით, თუმცა ეს წვიმისა და მინდვირს საფრის არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნის ბარლიც იყო.”

“შვენიერი თამაში გამოვიდა. რასაც ვგეგმავდით, შევასრულეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა ასე დავიწყეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

ჰოლანდიამ ბულგარეთს ვერ მოუგო, თუმცა 1/2 ფინალში მაინც გავიდა

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები იმართება.

“თენგიზ ბურჯანაძეზე” ჰოლანდია და ბულგარეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში, პირველ ტაიმში გოლი არ გავიდა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან ხუთ წუთში როდნეი კონგოლომ გაიტანა და ჰოლანდია წინ გაიყვანა. თუმცა, 55-ე წუთზე გეორგი რუსევმა გაათანაბრა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა.

ჰოლანდია ოთხი ქულითა და მეორე ადგილით ჯგუფიდან გავიდა. ბულგარეთს ერთი ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილით ჯგუფში ჩარჩა.

ჰოლანდიამ გერმანიას დიდი ანგარიშით მოუგო!

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის, B ჯგუფის შეხვედრაში გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებები ერთმანეთს “დავით პეტრიაშვილზე” დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ დაძაბული მატჩის პირველ ნახევრაში გოლი არ გავიდა.

მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე ანგარში გერმანელთა შვიდმა ნომერმა, აიმენ ბარკოკმა გახსნა. თუმცა, ზუსტად სამ წუთში ჯოელ პირუმ გაათანაბრა. 65-ე წუთზე ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და “ნარინჯისფრები” წინ გაიყვანა. პირუმ ჰეთრიკის გაფრომება 79-ე წუთზე მოახერხა! ბოლო ლურსმანი კი გერმანიის ნაკრებს ჯეი-როი გროტმა დაარსო (90+1 წთ.).

საბოლოოდ, 4-1 ჰოლანდიის სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით ეს ნაკრები სამი ქულით პირველზეა. გერმანიას ნული ქულა აქვს და ბოლო საფეხურზე იმყოფება.

მეორე ტური ზეგ აიღებს სტარტს.