ეროვნული ლიგის 26-ე ტური: პრევიუ

დღეს და ხვალ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩების პრევიუს.

დღეს (16:00), სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” სამტრედიის “სამტრედია” თბილისის “ლოკომოტივს” მიიღებს. იმერლებმა წინა ტურში ფოთის “კოლხეთი” ბათუმში, “რაგბი არენაზე” ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს და ამჟამად 48 ქულით მესამე ადგილზე არიან. “ლოკომ” საკუთარ მოედანზე გორის “დილა” მიიღო და მისი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა საბოლოოდ, 4:2 მოიგო. “რკინიგზელებს” ამჟამად 42 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

დღეს (20:00), ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივი “დინამო” ქუთაისურ “ტორპედოს” მიიღებს. აჭარლემა წინა ტურში სტუმრად, თბილისში, “საბურთალოსთან” ხუთი უპასუხო გოლი გაუშვეს, განადგურდნენ და ამჟამად 26 ქულით მეშვიდე პოზიციაზე არიან. “ტორპედო” ქუთაისში საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა (0:2) და 48 ქულით მეორე ადგილზეა. ეს კლუბი “სამტრედიას” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს, ამიტომ მინიმუმ მეორე ადგილის შესანარჩუნებლად მოგებას უნდა ეცადოს.

ხვალ (16:30), საჩხერეში, “ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე” ადგილობრივი “ჩიხურა” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს. იმერულ დერბიში საჩხერელთა გამარჯვებაზე უკვე ვთქვით. მათ ამჟამად 37 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე არიან. რაც შეეხება “კოლხეთს”, იგი 19 ქულით მეცხრე საფეხურზეა.

ხვალ (18:30), ბათუმში, “რაგბი არენაზე” ქობულეთის “შუქურა” გორის “დილას” დაუპირისპირდება. აჭარლებმა წინა ტურში მცირე სენსაცია გამოაცხვეს: თბილისში, “დინამოსთან” ფრე, 1:1 ითამაშეს და ახლა 12 ქულით ბოლო ადგილზე არიან. რაც შეეხება “დილას”, ის “ლოკომოტივთან” დამარცხდა და ახლა იგი 25 ქულით მერვეა.

ხვალ (20:30), თბილისში, “დინამო არენაზე” “დინამო” თანქალაქელ “საბურთალოს” მიიღებს. უკვე ორივე კლუბის შეხვედრების შესახებ აღვნიშნეთ. “დინამოელებს”. წინა ტურში ქულების დაკარგვის შემდეგ, მეორეადგილოსან “ტორპედოსთან” სხვაობა შეუმცირდათ (11-დან 9-მდე) და ახლა 57 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან. “საბურთალო” კი 37 ქულით მეექვსეა.