საქართველოს 16-წლამდე ნაკრები შეკრებას იწყებს

18 აგვისტოდან მორიგ საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები. გიორგი ჩიტაური გუნდს ერთი კვირის განმავლობაში თბილისში ავარჯიშებს, მერე კი კაუნასში გაემგზავრება და 25-27 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ლიეტუვასთან.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან:

მეკარეები: ლუკა შურღაია (დინამო თბ), დავით ასათიანი (ტორპედო);

მცველები: ირაკლი კვაშილავა (საბურთალო), ზურა ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), ლუკა ფერცულიანი (სფფ აკადემია), გიორგი უბილავა (დინამო თბ), ლუკა კუკავა (მარტვილი), გიორგი გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), ბაქარ აბჟანდაძე (სფფ აკადემია);

ნახევარმცველები: ილჩინ მეხტიევი (სფფ აკადემია), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), გურამ დეისაძე (ტორპედო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლუკა მაყიშვილი (სფფ აკადემია), საბა გეგიაძე (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო);

თავდამსხმელები: თეიმურაზ თურაზაშვილი (სფფ აკადემია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბ).

Gff.Ge

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ემორე მატჩიც მოიგო

თბილისში მიმდინარე უეფას განვითარების თასის გათამაშებაზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ქართველმა გოგონებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე რუმინეთი 2:1 დაამარცხეს. მეორე შეხვედრა ყაზახეთისა და ბელარუსის ასაკობრივ გუნდებს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. პენალტების სერია ყაზახმა გოგონებმა  4:2 მოიგეს.

შეგახსენებთ,რომ ქართველმა გოგონებმა პირველ ტურში ყაზახეთის 16 წლამდე გუნდი 3:1 დაამარცხეს.

საქართველო-რუმინეთი 2:1

საქართველო: გაბელია, ქადაგიშვილი, რაუხი (კ), აკობიძე, ცაავა, დანელია, ბებია, მწყერაშვილი, ბოლქვაძე, წულაია, წოწერია.

შეცვლაზე შევიდნენ: მჟავია, გურიელიძე, ეჯიბია, გოცირიძე, ხუნაშვილი, გოროზია, რომანჩუკი

გოლები: 0:1 ტუდორაჩე (ს.კ) (4), 1:1 წოწერია (31), 2:1 ბოლქვაძე (42პ.)

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გოგონათა შორის, განვითარების თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩები 13 მაისს გაიმართება. საქართველო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ბელარუსს შეხვდება, დავით პეტრიაშვილი არენაზე კი, რუმინეთის მეტოქე ყაზახეთი იქნება, ორივე შეხვედრა 11 საათზე დაიწყება.

Gff.Ge

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა რუმინეთს სძლია

თბილისში მიმდინარე უეფას განვითარების თასის მეორე ტურში საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს 6 ქულით ლიდერობს.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდა და საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ჩვენი გუნდიდან გოლებით ნიკა ტალახაძე და ლუკა ტორონჯაძე გამოირჩნენ.

მეორე შეხვედრაში დავით პეტრიაშვილი არენაზე ბელარუსმა 3:0 სძლია ყაზახეთს. მესამე, დასკვნით ტურში, 6 მაისს, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები სწორედ ბელარუსს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 11 საათზე დაიწყება.

ზვიად ჯელაძემ რუმინეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, მორჩილაძე, ოგბაიძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ხვედელიძე, დევდარიანი, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, გუგეშაშვილი, ილურიძე.

Gff.Ge

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თურქეთში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

3 აპრილიდან საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშების შემდეგ, 9 აპრილს ზვიად ჯელაძის გუნდი სტამბულში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს თურქეთის 16-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრები 10 და 12 აპრილს გაიმართება.

მთავარ მწვრთნელს სტამბულში 19 ფეხბურთელი მიჰყავს, რომელთაც ამ შემადგენლობიდან შეარჩევს:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);

მცველები: საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), დათი ჩინჩალაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ალექსანდრე ტეფნაძე (დინამო თბ), ბექა ღირდალაძე (ტორპედო), გიგი ტალახაძე (აკადემია-ზუგდიდი);

ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), გიორგი სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ლევან ფირცხალაიშვილი (დინამო თბ), ივანე ფოცხვერია (აკადემია-ზუგდიდი);

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).

Gff.Ge

16-წლამდე ნაკრებმა ლუქსემბურგი მეორედაც დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად ლუქსემბურგთან და 3:0 იმარჯვა. წინა შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გუნდმა 2:1 მოიგო.

შეხვედრამ მთლიანად ქართველთა უპირატესობით ჩაიარა, გოლებით კი მორჩილაძე, მირზიკაშვილი და ტალახაძე გამოირჩნენ.

კაპანაძე, დევდარიანი, ლატარია, არველაძე, ხორავა, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ოგბაიძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, ხვედელიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ზურაბიანი, აბუაშვილი, ოსიყმაშვილი, ტორონჯაძე.

Gff.Ge

16-წლამდე ნაკრები ლუქსემბურგს ესტუმრება

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები დღეიდან მორიგ შეკრებას იწყებს. ზვიად ჯელაძე გუნდს სასტუმრო „მოხალისეში“ შეკრებს და ერთი კვირის განმავლობაში ავარჯიშებს. 11 თებერვალს კი ნაკრები ლუქემბურგში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მასპინძელთა 16-წლამდე გუნდთან.

მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც შეარჩევს ლუქსემბურგში წასაყვანთა ვინაობას.

მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);

მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ლუკა ხორავა (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ბაკურ ჯინჯოლავა (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა უთმელიძე (საბურთალო), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), მურთაზ სანებლიძე (დინამო თბ), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია);

თავდამსხმელები: ავთო თოხაძე (ტორპედო), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).

ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩები 13 და 15 თებერვალს გაიმართება.

 Gff.Ge