გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 24-ე ტურის მატჩში მადრიდის “რეალი” “ბენიტო ვილამარინს” ესტუმრა და ადგილობრივ “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდა. “ბლანკოსმა” მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით, 5:3 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ მარკო ასენსიომ ორი გოლის გატანა შეძლო. “ბლანკოსის” შემტევი ჟურნალისტებს მატჩის შემდეგ ესაუბრა.
“ახლა შესანიშნავი პერიოდი გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ. ამ დროის მანძილზე განვვითარდით და ფანტასტიკურად ვითამაშეთ. გამარჯვებით ბედნიერი ვარ. პირველი გოლის დროს ვიფიქრე, რომ თუ ბურთს მეკარე აიღებდა, მაშინ ის ისევ ჩემკენ გადმოვარდებოდა. ხოლო, მეორე გოლი დანის (კარვახალი, ავტ.) მივუძღვენი. ის ჩემი ახლო მეგობარია.”
“მეტოქე ძალიან კომპაქტურად იყო განლაგებული და შესანიშნავად თამაშობდა.
“ბეტისი” მოედნის ცენტრში სივრცეებს პოულობდა და იძულებულნი ვიყავით, დიდი ძალებით დაგვეცვა თავი. თუმცა, მატჩი სწორი მიმართულებით განვავითარეთ და გავიმარჯვეთ კიდეც,” – აცხადებს მარკო.