მადრიდის “რეალის” მარცჯვენა მცველმა, დანიელ კარვახალმა ჩემპიონთა ლიგის ნახევრაფინალის პირველ შეხვედრაში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ მუხლის ერთ-ერთი ქვედა მყესის ტრავმა მიიღო. ესპანელმა დაიწყო ბურთთან ერთად ვარჯიში, თუმცა ის გარისკვას არ აპირებს.
“უკვე ბურთით ვვარჯიშობ და თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. ბოლო რამდენიმე დღეა ტკივილი აღარ მიგრძვნია და ვფიქრობ, კიევში თამაშს ჩეულებრივად მოვახერხებ. თუმცა, სულ მცირედით გარისკვაც არ მინდა. წინ დიდი მატჩი გველის, სადაც მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გამო არავინ ხვდება. შესაბამისად, ჩვენი მეტოქე ძლიერია და ამას მათ მიერ განვლილი გზაც მოწმობს. მათ თავიანთი დამსახურება გააჩნიათ და ღირსეულად მოვიდნენ აქამდე. თუმცა, ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. არაა ადვილი, ამდენჯერ მოხვდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩვენ კარგად გავისარჯეთ და იმედია, მეცამეტესაც მოვიპოვებთ,” – ამბობს 26 წლის მარჯვენა მცველი.