პორტუგალიის ერთ-ერთ ქუჩას ჟოზე მოურინიოს სახელი მიენიჭა (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავის მშობლიურ ქალაქში, სეტუბალში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. სეტუბალში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის სახელი მიენიჭა – “Avenida Jose Mourinho”.

ცერემონიის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლიერება გამოთქვა ამ ყველაფრისთვის:”ძალიან მადლობელი, აღელვებული და ამაყი ვარ.

ჯერ კიდევ მინდა, რომ ამ ქალაქს დავუბრუნდე ისეთი, როგორიც ვარ. სეტუბალი ძალიან მიყვარს, აქ ყოფნისას მამაჩემთან თავს უფრო ახლოს ვგრძნობ. ჩემს შვილებს აქ არასდროს უცხოვრიათ, მაგრამ არანკლებ უყვართ ეს ქალაქი.

სეტუბალი ერთადერთი ქალაქია მთელს მსოფლიოში, სადაც ჩემს თავს ვგრძნობ, როგორც ზე მარიოს (მისი პორტუგალიური ზედმეტსახელი), ამ ქუჩებში სიარული და ხალხთან ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.”