მანჩესტერულ დერბიში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “სიტისთან” 1-2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი შავი ლაქა დალი ბლინდი იყო, რომელიც დაცვის ცენტრში იდგა.
“მანჩესტერის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა ჰოლანდიელ მოთამაშეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბლინდი ძირითად თერთმეტეულში არ უნდა იყოს.
“მანჩესტერულმა დერბიმ აჩვენა, რომ ბლინდი სასტარტო თერთმეტეულში, დაცვაში არ უნდა იდგეს. თუ პირველივე წუთიდან მოუწევს შეხვედრის დაწყება, ჩემი აზრით, მისთვის საუკეთესო პოზიცია საყრდენია. ბლინდს გაუმართლა, რომ კარგი პარტნიორი ჰყავს ერიკ ბაილის სახით.”
“ბაილის მეწყვილე დაცვის ცენტრში კრის სმოლინგი უნდა იყოს. რატომ? იმიტომ, რომ მისი ფიზიკური შესაძლებლობები ზუსტად შეეფერება ინგლისის ჩემპიონატს. გარდა ამისა, კრისი ძალიან გამოცდილია, მით უმეტეს, პრემიერ ლიგაში თამაშის მხრივ. დარწმუნებული ვარ, წინა შეხვედრაში სმოლინგი რომ მდგარიყო ბლინდის მაგივრად, ბევრ მომენტში შეძლებდა დე ბრუინის განეიტრალებას,” – განაცხადა სქოულზმა.