რა ფოტოს აქვეყნებს ფრენკი დე იონგი “რეალთან” მატჩის შემდეგ

5 მარტს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე ამსტერდამის “აიაქსთან” (1:4) განადგურდა.

“აიაქსის” ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ის ბურთთან ერთადაა, ხოლო ვინისიუსი და მოდრიჩი წაქცეულები არიან.

შეგახსენებთ, რომ დე იოგნი ზაფხულში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება.

9 ყველაზე უხეში თამაში ფეხბურთში, რის გამოც მსაჯს წითელი ბარათი არ უჩვენებია

9. დიეგო სიმეონე

8. ხავი ნავარო

7. აიჰან აკმანი

6. ტომას პინა

5. კამილო სუნიგა

4. ლუის სუარესი

3. ჟოზე ბოსინგვა

2. დემბა ბა

1. ნაიჯელ დე იონგი

დე იონგი: “მინდა “მილანში” კარიერის ბოლომდე ვითამაშო”

“მილანის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა, რომლითაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებოდა, განაცხადა , რომ მზად არის გაახანგრძლივოს კონტრაქტი “როსონერისთან.”

“დადებითად შეფასება ისეთი ადამიანისგან როგორიც ლუი ვან გაალია მხოლოდამხოლოდ სიამაყეს იწვევეს ჩემში. მაგრამ, გავიმეორებ რასაც ყოველთვის ვამბობდი, – მინდა, მინდა ვითამაშო “მილანში” კარიერის ბოლომდე”

“ახალი კონტრაქტი? მომავალ კვირას ვისაუბრებთ “მილანთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ჩემი სურვილი აქ დარჩენაა, ახლა მთავარია “მილანი” დადგეს აღმავლობის გზაზე.” –  განუცხადა დე იონგმა skysports-ს

ვიდალი, დე იონგი და ბლინდი “იუნაიტედის” რადარზე

ცნობილი ინგლისური გამოცემის, the Telegraph_ის თანახმად ანხელ დი მარიას შემდეგ, რომელიც თითქმის გადავიდა “იუნაიტედში” ვან გაალი კვლავ აპირებს ფეხბურთელების შეძენას.

“მანჩესტერში” გადმოსვლის ერთ-ერთი კანდიდატია არტურო ვიდალი, თუმცა ჯერ-ჯერობით “იუვენტუსთან” მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

იმ შემთხვევაში თუ “მანჩესტერი” ვერ მოახერხებს ჩილელის შეძენას, ლუი ვან გაალი ნაიჯელ დე იონგის შეძენას შეეცდება.

ამ უკანასკნელს ჰოლანდიელი თავკაცი მშვენივრად იცნობს და ფიქრობს, რომ ვიდალის შემდეგ ის საუკეთესო ვარიანტია.

ამ შესაძლო ტრანსფერის ფასი 8 მილიონია. მწვრთნელის თქმით გასაძლიერებელია დაცვის ხაზიც, ამიტომ გუნდში დეილი ბლინდის გადმოვლის შანსი საგრძნობლად გაიზარდა.

ვან გაალს ძალიან მოსწონს უნივერსალი ფეხბურთელები, ბლინდი ერთ-ერთი მათგანია.

იგივე გამოცემის თანახმად შინჯი კაგავას, დენი უელბეკს, ხავიერ ერნანდესს, ტომ ქლევერლის და ანდერონს შეუძლიათ ახალი გუნდის ძებნა. ვან გაალს ეს ფეხბურთელები არ სჭირდება.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართლი ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

დე იონგი: “ეიფორიიდან უნდა გამოვიდეთ”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ ჰოლანდიელები ესპანეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ მიღებული ეიფორიიდან უნდა გამოვიდნენ და მომდევნო შეხვედრაზე იფიქრონ.

“ესპანეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ, ამიტომ ბედნიერები ვართ. ეიფორიაში ვიმყოფებით. ახლა, მთავარია, რომ ეს ყოველივე თავიდან მოვიშოროთ და მომდევნო შეხვედრაზე ვიფიქროთ, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა”, – ამბობს დე იონგი.

ჰოლანდიელი სნაიპერები

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელების მიერ ვარჯიშზე შესრულებული ჯარიმებია აღბეჭდილი.

დე იონგს “მილანში” დიდი ხნით დარჩენა სურს

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი, ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ მას “როსონერიში” დარჩენა დიდი ხნით სურს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი “შავ-წითლების” რიგებში 2012 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ, გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა.

“ძალიან მინდა, რომ “მილანში” დიდი ხნით დავრჩე. გამიხარდება, თუ კლუბთან კონტრაქტს კიდევ ხუთი წლით გავახანგძლივებ”, – ამბობს დე იონგი.

ცნობისათვის, დე იონგს “მილანთან” კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება.

“ლივერპული” ნაიჯელ დე იონგზე ფიქრობს

“ლივერპული” “მილანს” ნაიჯელ დე იონგის იჯარის თაობაზე დაელაპარაკება.

ინგლისური კლუბი ფეხბურთელით ლუკას ლეივას ტრავმის შემდეგ დაინტერესდა, რომლის მკურნალობაც დაახლოებით ორ თვეს გასტანს.

ნაჯელ დე იონგმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

დე იონგი: “მილანი” ზეედორფის ხელში უფრო შემტევი გუნდი იქნება”

იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა, ნაიჯელ დე იონგმა “როსონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თანამემამულე კლარენს ზეედორფის დანიშვნაზე ისაუბრა და თქვა, რომ გუნდი უფრო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფმა მასიმილიანო ალეგრი შეცვალა. “შავ-წითლებმა” კი 19 იანვარს, “ჰელას ვერონა” ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

“ვფიქრობ, უფრო შემტევი ტაქტიკით ვითამაშეთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. კლარენსი ყოველთვის ჩემი კერპი იყო, მას ძალია დიდი პატივს ვცემ”, – ამბობს დე იონგი.

დე იონგი: “ჰონდა კარგი შენაძენია”

იტალიური “მილანის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ნაიჯელ დე იონგი აცხადებს, რომ იაპონელი ნახევარმცველი, კეისუკე ჰონდა “როსონერისათვის” კარგი შენაძენი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში “შავ-წითლებმა” დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ჰონდა მალე “მილანის” მაისურს მოირგებს.

“კეისუკე ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ის “მილანისათვის” კარგი შენაძენი იქნება. ჰონდამ ჩემზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ის ძალინ ტექნიკური მოთამაშეა”, – ამბობს დე იონგი.