მილე სვილარმა კასილასის რეკორდი დაამხო!

დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, “ბენფიკას” მეკარემ მილე სვილარმა იკერ კასილასის რეკორდი გააუმჯობესა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბელგიელი მეკარე გახდა ყველაზე ახალგაზრდა კიპერი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. მანამდე ეს რეკორდი “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდას, იკერ კასილასს ეკუთვნოდა, ის 18 წლისა და 117 დღის იყო, როდესაც 1999 წელს “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ითამაშა. რაც შეეხება სვილარს, ის 18 წლისა და 52 დღის არის.

შეგახსენებთ რომ დღეს “ბენფიკა” სახლში “მანჩესტერ იუნაიტედს” ეთამაშება.