დღეს ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონამ” “ოლიმპიაკოს” უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა მეტოქე.
ლიონელ მესიმ 61-ე წუთზე თავისი მეასე გოლი გაიტანა ევრო ტურნირებზე, კერძოდ კი ჩემპიონთა ლიგაზე არგენტინელს 97 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ევროპის სუპერ თასზე 3.
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ასი გოლის გატანა შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუ იყო. ამჟამად პორტუგალიელს 113 გოლი აქვს გატანილი 151 შეხვედრაში, ხოლო მესის 100 გოლი 122 შეხვედრაში.