გრიზმანი: “ყარაბახი” თავს კარგად იცავდა და საჯარიმოში არსებული ბარიერის გადალახვა გაგვიჭირდა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკო” აზერბაიჯანულ “ყარაბახს” ესტუმრა და ნულოვანი ფრე ითამაშა.

დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლანკოსის” ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ისაუბრა.

“რთული თამაში გამოდგა. მეტოქე ძალიან ღრმად იყო ჩამჯდარი საჯარიმოში და ბარიერის გადალახვა გვიჭირდა. შანსები გვქონდა, თუმცა ბოლო მომენტში სათანადოდ ვერ ვთამაშობდით. მომენტების რეალიზებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ.”

“თადარიგში სამი თამაშია. აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ წარმატებულად გამოვიდეთ და ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ,” – ამბობს ფრანგი.