ზიდანს “ეიბართან” ხუთი ფეხბურთელი არ ეყოლება

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსი” აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი, დანი კარვახალი, კეილორ ნავასი, ლუკა ზიდანი – ეს იმ მოთამაშეთა ხუთეულია, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გუშინდელ ვარჯიშზე 20 სპორტსმენი ირჯებოდა. მათ შორის იყო 17 წლის მეკარე, მოჰა, რომელიც წინა რამდენიმე თამაშის მსგავსად, დღესაც განაცხადშია.

“რეალს” “ეიბართან” შეხვედრაში არც ნავასი და ვარანი ეყოლება

მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრას “ეიბართან” ჩაატარებს. აღნიშნულ დაპირისპირებაში “ბლანკოსს” კეილორ ნავასი და რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარებიან. ეს ფეხბურთელები ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე განმარტოვებით ირჯებოდნენ.

გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი და დანიელ კარვახალი ისევ ლაზარეთში იმყოფებიან.

ხუთშაბათს განცალკევებით ვარჯიშობდა და შემდეგ გუნდს შეუერთდა მთავარი მწვრთნელის შვილი, ლუკა ზიდანი. მეკარემ, როგორც ჩანს, დაზიანება მოიშუშა. ამავე დროს, ძირითად გუნდთან ერთად არის 17 წლის კიპერი, მოჰა რამოსი, რომელიც გასულ ტურში, “ხეტაფესთან” და “ტოტენჰემ ჰოტსპურთან” სათადარიგოთა სკამზე იჯდა.