“რეალს” “ეიბართან” შეხვედრაში არც ნავასი და ვარანი ეყოლება

მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრას “ეიბართან” ჩაატარებს. აღნიშნულ დაპირისპირებაში “ბლანკოსს” კეილორ ნავასი და რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარებიან. ეს ფეხბურთელები ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე განმარტოვებით ირჯებოდნენ.

გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი და დანიელ კარვახალი ისევ ლაზარეთში იმყოფებიან.

ხუთშაბათს განცალკევებით ვარჯიშობდა და შემდეგ გუნდს შეუერთდა მთავარი მწვრთნელის შვილი, ლუკა ზიდანი. მეკარემ, როგორც ჩანს, დაზიანება მოიშუშა. ამავე დროს, ძირითად გუნდთან ერთად არის 17 წლის კიპერი, მოჰა რამოსი, რომელიც გასულ ტურში, “ხეტაფესთან” და “ტოტენჰემ ჰოტსპურთან” სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ლორია: “ცუდად არ გვითამაშია”

ავსტრიასთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია. უბრალოდ, ისეთი გოლები გავუშვით, რომლის მიღებაც არ შეიძებოდა. რაც ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თავები უნდა ავწიოთ და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.”

“აღვნიშნავ გულშემატკივრის აქტიურობას. მადლობა, მათ!” – განაცხადა ლორიამ.

 

მშრალად ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო მეკარეები

საფეხბურთო სტატისტიკის პორტალმა Opta Sports-მა ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მოთამაშე მეკარეების შედეგები სტატისტიკურად შეაფასა და მშრალად ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო კიპერთა ხუთეული წარმოგვიდგინა.

“პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კევინ ტრაპმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებული 24 შეხვედრიდან კარი მშრალად 15 მატჩში შეინახა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი იან ობლაკი, ხოლო მესამე მიუნხენის “ბაიერნის” კიპერი მანუელ ნოიერი გახლავთ.

მშრალად შენახული კარი

“აუგსბურგის” მეკარემ პენალტამდე მინდორი გააფუჭა, შემდეგ კი დარტმა მოიგერია (ვიდეო)

5 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “კილნმა” საკუთარ მოედანზე “აუგსბურგი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის 59-ე წუთზე, მსაჯმა “აუგსბურგის” საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. იქამდე, სანამ “კიოლნის” ფეხბურთელი დარტყმას შეასრულებდა, სტუმართა მეკარე მარვინ ჰიტცმა პენალტის ნიშნულთან მინდორი გააფუჭა.

საბოლოოდ, მოდესტეს დარტყმის მომენტში ფეხი აუსრიალდა, მეკარემ კი პენალტი მოიგერია.

ავსტრალიელი მეკარის კურიოზი (ვიდეო)

20 ნოემბერს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “ბრისბეინმა” საკუთარ მოედანზე “მელბურნი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, “მელბურნის” მეკარე ძალიან კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

“მეხელენის” მეკარემ “ანდერლეხტთან” მატჩში სამი პენალტი მოიგერია (ვიდეო)

4 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატში, “ანდერლეხტმა” საკუთარ მოედანზე “მეხელენი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მთავარი გმირი სტუმართა მეკარე ჟან-ფრანსუა ჟილე გახდა, რომელმაც მე-7, 14-ე და 89-ე წუთებზე “ანდერლეხტის” ფეხბურთელებს სამი პენალტი აუღო.

10 შემთხვევა ფეხბურთში, როცა მეკარე ძალიან გაბრაზდა

ბრიუს გობელარი

არტურ ბორუცი

სალვატორე სოვიერო

ესტებან ალვარადო

პეტერ შმეიხელი

იენს ლემანი

ვოლკან დემირელი

ვალტემირ ფერეირა

ფროუდ ოლსენი

ოლივერ კანი

5 შემთხვევა, როცა მეკარემ მეტოქის კარში გოლი გაიტანა

ტიმ ჰოვარდი


Tim Howard goal Vs Bolton 04.01.12 by AnnetteButler

პოლ რობინსონი

როჟერიო სენი

ასმირ ბეგოვიჩი


Asmir Begovic goal Vs Southampton 2-11-2013_720-HD by senkomatic

მარტინ ჰანსენი

კარი ცარიელია – დააკვირდით მეკარეს (ვიდეო)

8 აგვისტოს, შოტლანდიის ჩემპიონატში, “მოზერველმა” საკუთარ მოედანზე “დანდი იუნაიტედი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის დამატებულ მე-5 წუთზე, მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, “დანდი იუნაიტედის” საჯარიმოში კი მეკარეც თანაგუნდელების დასახმარებლად მეკარეც ჩავიდა. საბოლოოდ, სტუმრებმა კონტ-შტევა წამოიწყეს, რომელიც გოლით დასრულდა.

მეკარემ ტრიბუნიდან ნასროლი ჩიზბურგერი შეჭამა (ვიდეო)

2 აგვისტოს, არგენტინის პრიმერა დივიზიონში, “რასინგმა” საკუთარ მოედანზე “ბელგრანო” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, ტრიბუნიდან “ბელგრანოს” მეკარე ხუან ოლავეს მეტოქე გუნდის ფანმა ჩიზბურგერი ესროლა:

როგორ ავარჯიშებენ “ფენერბახჩეს” მეკარეს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგო ავარჯიშებენ მეკარეს “ფენერბახჩეში”.

ყველაზე ცუდი მეკარე მსოფლიოში (ვიდეო)

8 ივლისს, არგენტინის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გამართულ შეხვედრაში მეკარემ ძალიან კურიოზული შეცდომა დაუშვა.