კურიოზი მექსიკაში: “ტოლუკამ” მეტოქეს გოლი ზეიმის დროს გაუტანა (ვიდეო)

22 ივლისს მექსიკის ჩემპიონატში “ტოლუკამ” საკუთარ მოედანზე “მორელია” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

მატჩის მიწურულს უცნაური რამ მოხდა. 90-ე წუთზე “მორელიას” ფეხბურთელებმა გოლი გაიტანეს, თუმცა ის თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. მასპინძლებმა თამაში ძალიან სწრაფად განაახლეს, ამ დროს კი სტუმრებს ზეიმი დამთავრებული არ ჰქონდა. საბოლოოდ, ამას მოყვა ის, რომ სამბუეზამ გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

კურიოზი: “ტორპედოსა” და “ლოკომოტივის” მატჩის დროს სტადიონე შუქი ჩაქვრა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამტე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე ადგილობრივ “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარეობს. დაპირისპირების მეორე ტაიმში, კონკრეტულად 59-ე წუთზე მოედანზე კურიოზული შემთხვევა მოხდა – შუქი ჩაქვრა.

იხილეთ ვიდეო

როგორი ჩაცმულობით მივიდა ბალოტელი ქორწილში? (ფოტოები)

თუ დაპატიჟებ, ის აუცილებლად მოვა შენს ქორწილში… მაგრამ, შესაძლებელია, დაუპატიჟებლადაც მოხდეს ეს…

მაშინ, როცა მარიო ბალოტელი ქუჩაში სეირნობდა, იგი ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრიდან შეამჩნიეს იმ წყვილის მეგობრებმა, რომელსაც ქორწილი ჰქონდა. ისინი გამოვიდნენ და იტალიელს სთხოვეს, შესულიყო სასტუმროში და წყვილთან ერთად გადაეღო ფოტოები; ასე უფრო დასამახსოვრებელი გაეხადა მათი ქორწილი.

baloteli 1

baloteli 2

კოსტა რიკელმა ფეხბურთელმა მეტოქეს ბუცი ესროლა (ვიდეო)

28 იანვარს, კოსტა რიკის ჩემპიონატში, “დეპორტივო საპრისამ” საკუთარ მოედანზე “კარმელიტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა თავდამსხმელმა ჯონათან მაკდონალდმა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ბუცი ესროლა.

რა დაემართათ “არსენალისა” და “ნიუკასლის” ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

2 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

“კალიარის” ფეხბურთელს გოლის აღნიშვისას მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გამოეკიდნენ (ვიდეო)

26 დეკემბერს, იტალიის სერია B-ში, “სალერტინატამ” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის 84-ე წუთზე, “კალიარის” ფეხბურთელმა მასპინძელთა კარი დალაშქრა, გოლის აღნიშვნა კი ცეკვით გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ამან “სალერტინატას” მოთამაშეები გააბრაზა, რომლებიც ტელოს გამოეკიდნენ. საბოლოოდ, ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ ტელო მოედნიდან გააძევეს.

რა ხდება მაშინ, როცა გოლს საკუთარ ნახევარზე აღნიშნავ (ვიდეო)

28 ნოემბერს, მალაიზიი ჩემპიონატში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გალხავთ, რომ ერთ-ერთმა გუნდმა გოლის გატანა მოახერხა, ფეხბურთელებმა კი მისი აღნიშვნა საკუთარ ნახევარზე გადაწყვიტეს. ეს ყოველივე მოწინააღმდეგე გუნდმა სათავისოდ გამოიყენა, თამაში განაახლა და გოლი გაიტანა.

ავსტრალიელი მეკარის კურიოზი (ვიდეო)

20 ნოემბერს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “ბრისბეინმა” საკუთარ მოედანზე “მელბურნი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, “მელბურნის” მეკარე ძალიან კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

პერუში, მსაჯმა ფეხბურთელს საგოლე გადაცემა ქუსლით გაუკეთა (ვიდეო)

26 ოქტომბერს, პერუს ჩემპიონატში, “სპორტინგ კრისტალმა” “ხუან აურიჩი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე ავილამ გაიტანა, რომელსაც ბურთი მსაჯის ფეხიდან მიუვიდა.

როგორ გაიყვანეს მოედნიდან საკაცით ფეხბურთელი საბერძნეთში (ვიდეო)

17 ოქტომბერს, საბერძნეთის რანგით მეორე დივიზიონში “ლარისამ” საკუთარ მოედანზე “ერგოტელისი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 67-ე წუთზე, როცა სტუმრები მინიმალური სხვაობით (0:1) იგებდნენ, მათი ერთ-ერთი ფეხბურთელი დაიმტვრა, ის კი მოედნიდან ასე გაიყვანეს:

რადამელ ფალკაოს საჯარიმო “უოლსოლთან” მატჩში (ვიდეო)

23 სექტემბერს, ინგლისში, “უოლსოლსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში, რადამელ ფალკაომ საჯარიმო ძალიან ცუდად შეასრულა.