22 ოქტომბერს ლონდონში “ტოტენჰემი” “ლივერპულს” უმასპინძლებს (19:00).
ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა შეხვედრის წინ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე ისაუბრა.
“მე არ მაქვს უფლება განვსაჯო ეს ორი ფეხბურთელი, ლუკაკუ და კეინი შესანიშნავი თავდამსხმელები არიან. იმ შემთხვევაში, თუ გოლი ვერცეთ მათგანს ვერ გააქვს, ჩემი აზრით, შეხვედრაში ბევრად შესამჩნევი ინგლისელი ფეხბურთელია, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კეინი უკეთესია, ვიდრე ლუკაკუ, მაგრამ მჯერა, მსგავსი სამუშაოს შესრულება ბელგიელსაც შეუძლია. “ტოტენჰემთან” შეხვედრაში ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვუფრთხოდეთ დელე ალის, რომელიც მინდორზე ყველგანაა. ასევე საკმაოდ სახიფათოა კრისტიან ერიკსენი, დანიელი მოედნის ყველა წერტილიდან ურტყავს, როგორც კი ამის შანსი ეძლევა,” – აცხადებს იურგენ კლოპი.