“უფამ” “რუბინი” დაამარცხა – ტაბიძე მინდორს დაუბრუნდა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც “უფამ” “რუბინს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.

“უფას” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ მიღებული ტრავმის გამო მინდორზე დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ჯიმი 66-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1-1 იყო. საბოლოოდ ვანეკის გოლით (89) “უფამ” გამარჯვება მაინც მოიპოვა. მის გარდა შეხვვედრაში თავი სტოცკიმაც გამოიჩინა (36).

ამ გამარჯვების შემდეგ “უფას” 21 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილს იკავებს.

ნავალოვსკისა და ტაბიძის გუნდები ფრეზე გაიყარნენ

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგაში მეთოთხმეტე ტურის მატჩები მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა შეხვედრა “ხაბაროვკსა” და “უფას” შორის (2-2), ორივე გუნდის რიგებში ირიცხა ქართველი ფეხბურთელი. დღეს მინდორზე მხოლოდ ნავალოვსკი გამოჩნდა. “სკა”-ს შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა 90 წუთი ითამაშა. გიორგიმ 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. რაც შეეხეbა ჯიმი ტაბიძეს, ის არც დღეს გამოჩენილა “უფას” განაცხადში, როგორც ჩანს, ჯიმიმ ტრავმის მოშუშება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

“ხაბაროვსკი” 12 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება, ხოლო “უფას” 18 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს.