“რეალმა” “სელტასთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეთვრამეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ვიგოს “სელტამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. ანგარიშის გახსნა 33-ე წუთზე დანიელ ვასმა მოახერხა. 31 წლის მოთამაშემ ეს იაგო ასპასის დახმარებით გააკეთა. თუმცა, 36-ე წუთზე გარეთ ბეილმა ტონი კროოსის პასის შემდეგ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 38-ეზე კი ისკოს საგოლე გადაცემით წინ გაიყვანა “ბლანკოსი”.

საინტერესოა, რომ 71-ე წუთზე კეილორ ნავასმა საჯარიმოში წაქცევის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა. იგი იაგო ასპასმა ვერ გამოიყენა – კეილორმა ბურთი მოიგერია. “რეალი” ქულების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. 82-ე წუთზე ვასის ჩაწოდების შემდეგ მაქსი ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, 2-2. “რეალი” ამჟამად 32 ქულით მეოთხეა, ხოლო “სელტა” 22 ქულით მეთოთხმეტე პოზიციას იკავებს.

მოურინიო: “ჩემს შვილებს პელე არ უნახავთ, მაგრამ იციან, ვინ იყო ის – 40 წლის შემდეგ რონალდუზეც ასე იტყვიან”

“მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ თავის ყოფილ შეგირდზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

“ჩემს შვილებს პელე არ უნახავთ, მაგრამ იციან ვინ იყო ის. 40 წლის შემდეგ მათ ბავშვებს ეცოდინებათ, ვინ იყო რონალდუ. ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.”

პორტუგალიელები ერთად მუშაობდნენ მადრიდის “რეალში”. თუმცა, ჟოზეს მიერ “ბლანკოსის” დატოვების შემდეგ, მათ შორის რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. “წითელი ეშმაკების” მწვრთნელს ამაზეც ჰკითხეს.

“ეს ყველაფერი ჩემი სამსახურის ნაწილია და ამ თემაზე ხალხში საუბარი არ მსურს. ბევრი რამე დაიწერა ჩემზე და რონალდუზე, თუმცა უმეტესობა მართალი არ იყო. რაც მთავარია, მასთან პირადული პრობლემები არ მაქვს. ვფიქრობ, ისიც იმავეს გრძნობს ჩემთან დაკავშირებით,” – აცხადებს მოურინიო.

სიმეონე: “რეალმა” კარგი რაღაც ყველა ესპანური გუნდისგან ისწავლა “

დღეს მადრიდული დერბია: “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ.

ლა ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩის წინ, რომელიც “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება, “როხიბლანკოს” მწვრთნელმა, დიეგო პაბლო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ისინი ახლა ყველაზე ძლიერები არიან, ისევე, როგოც “ბარსელონა” – თავის პერიოდში. “ბლანკოსმა” ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, ასევე, შარშან ლა ლიგის თასიც აღმართა. ისინი ჩვენზე ეუკეთესები არიან. ზინედინ ზიდანის გუნდმა ყველა ესპანური გუნდისგან რაღაც კარგი ისწავლა.”

“ისინი ითვალისწინებენ იმ ასპექტებს, რომლებსაც სხვები თვალთახედვაში ვერ იღებენ. “რეალს” ეს ყველაფერი რეზერვში აქვს. რაც კლუბში მოვედი, ყველა დერბი ერთნაირია. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ის ხვალ განსხვავებული იქნება. გრიზმანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ის შესანიშნავი მოთამაშეა. მას დიდი ენთუზიაზმი აქვს. იმედი მაქვს, ხვალ ანტუანი ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს ჩაატარებს,” – აცხადებს სიმეონე.

“ბარსელონამ” “მალაგას” მარტივად მოუგო (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტადერის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა.

“კამპ ნოუზე” კატალონიური “ბარსელონა” “მალაგას” დაუხვდა. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მსაჯის სასტარტო სასტვენიდან მალევე, მეორე წუთზე ხერარდ დეულოფეუმ გახსნა. მას ამ მომენტში საგოლე გადაცემით ლიუკა დინი დაეხმარა.

მეორე ნახევარში ერთი გოლი გავიდა. 56-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანდრეს ინიესტას უპასა – ვეტერანმა ესპანელმა მარცხენა ფეხით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთ. მცირე რიკოშეტი და 2:0. საბოლოოდ, შეხვედრა სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

“ბარსა” 25 ქულით პირველზეა, “მალაგას” ერთი ქულა აქვს და ბოლო, მეოცე ადგილს იკავებს.