მსოფლიოს ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ოქროს მედლის მფლობელმა და სხვადასხვა რეკორდის ავტორმა, უსეინ ბოლტმა ჟურნალისტებს თავისი ოცნების შესახებ უამბო.
რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლტს ფეხბურთის თამაში სურდა, მაგრამ ამ ფაქტს სერიოზულად არავინ ეკიდებოდა. როგორც ჩანს, იამაიკელი ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობს და სწორედ ამ თემაზე ისაუბრა მან ჟურნალისტებთან.
“როდესაც ადამიანს ოცნება აქვს, მან უნდა სცადოს ყელაფერი მის ასასრულებლად. ფეხბურთის თამაში ჩემი სამომავლო მიზანია, ამიტომაც არ მაინტერესებს, რას იფიქრებს ხალხი, მთავარია მე ჩემს თავთან მტყუანი არ ვიქნები. თუ ამ სფეროში არაფერი გამომივა, ყველას ვეტყვი, რომ დაივიწყონ ეს ამბავი. ორი კვირაა, რაც ვარჯიში განვაახლე და ტრავმის შემდგომმა რებილიტაციის პროცესმა კარგად ჩაიარა, სამედიცინო შემოწმება გვეტყვის, თუ რა ეტაპზე ვარ ახლა,” – აცხადებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი – უსეინ ბოლტი.