ნორვეგიულ “სტრემსგოდსეტში” ბოლტის დებიუტი შედგა (ვიდეო)

მსოფლიოს არაერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბეგე უსეინ ბოლტი, საკუთარ ძალებს ფეხბურთშიც მოსინჯავს. ეს უკანასკნელი ნორვეგიულ “სტრემსგოდსეტში” ირიცხება.

უსეინ ბოლტის გუნდმა დღეს ამხანაგური მატჩი გამართა ნორვეგიის 19-წლამდელი ნაკრების წინააღმდეგ. ბოლტი შეხვედრაში თამაშის 71-ე წუთზე ჩაერთო. ამ მომენტისთვის “სტრემსგოდსეტი” მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდა.

იამაიკელმა სპორტსმენმა ბოლომდე ითამაშა და ერთხელ კარშიც დაარტყა. თუმცაღა, ნორვეგიული კლუბი მაინც დამარცხდა.

ბატშუაი:”დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლტი “ბორუსიაში” ჩემს ადგილს არ დაიკავებს”

ბელგიის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მყოფმა მიში ბატშუაიმ უსეინ ბოლტზე იხუმრა, რომელიც ამჟამად, ბატშუაის არყოფნაში, “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის “ბორუსიასთან” ერთად ვარჯიშობს.

“ვიდეო ვნახე, სადაც ბოლტი ბრწყინვალედ თამაშობს ფეხბურთს – ჯერ ფეხებს შორის გაუტარებს ბურთს მეტოქის მოთამაშეს, შემდეგ კი ლამაზი გოლი გააქვს. ის ნამდვილი ჩემპიონია.

მისთვის შეზღუდვები არ არსებობს. ის ყოველდღე ადასტურებს, რომ განსაკუთრებულია. ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთშიც საკმაოდ კარგად გამოსდის ყველაფერი, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ის “ბორუსიაში” ჩემს ადგილს არ დაიკავებს,” – აცხადებს ბატშუაი.

ბოლტი: “ბრაზილია ნეიმარის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს”

უსეინ ბოლტს სჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების წარმატება მეტწილად ნეიმარ ჟუნიორზეა დამოკიდებული, რომელიც ამჟამად საკმაოდ სერიოზულ ტრავმას მკურნალობს.

“დიდი სიამოვნებით წავალ მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე საინტერესო მატჩის საყურებლად. პირადად მე არგენტინის დიდი გულშემატკივარი ვარ და წელსაც მათ მხარეს ვარ.

არგენტინის ნაკრებთან ერთად ფავორიტებად გერმანიასა და საფრანგეთს მივიჩნევ, ბრაზილიასაც, თუ რა თქმა უნდა, ნეიმარი დაბრუნებას შეძლებს. ვფიქრობ, ნეიმარის გარეშე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ.

ნეიმარი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ის ერთ-ერთია საუკეთესოთა შორის. ასე რომ, თუ ის გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს, ამით ბრაზილია ჩემპიონობის შანსს დაკარგავს,” – აცხადებს 31 წლის ბოლტი.

ბოლტი: “არ მაინტერესებს, რას იფიქრებს ხალხი”

მსოფლიოს ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ოქროს მედლის მფლობელმა და სხვადასხვა რეკორდის ავტორმა, უსეინ ბოლტმა ჟურნალისტებს თავისი ოცნების შესახებ უამბო.

რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლტს ფეხბურთის თამაში სურდა, მაგრამ ამ ფაქტს სერიოზულად არავინ ეკიდებოდა. როგორც ჩანს, იამაიკელი ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობს და სწორედ ამ თემაზე ისაუბრა მან ჟურნალისტებთან.

როდესაც ადამიანს ოცნება აქვს, მან უნდა სცადოს ყელაფერი მის ასასრულებლად. ფეხბურთის თამაში ჩემი სამომავლო მიზანია, ამიტომაც არ მაინტერესებს, რას იფიქრებს ხალხი, მთავარია მე ჩემს თავთან მტყუანი არ ვიქნები. თუ ამ სფეროში არაფერი გამომივა, ყველას ვეტყვი, რომ დაივიწყონ ეს ამბავი. ორი კვირაა, რაც ვარჯიში განვაახლე და ტრავმის შემდგომმა რებილიტაციის პროცესმა კარგად ჩაიარა, სამედიცინო შემოწმება გვეტყვის, თუ რა ეტაპზე ვარ ახლა,” – აცხადებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი – უსეინ ბოლტი.

როგორ ერთობა უსეინ ბოლტი ერთ-ერთ ბრაზილიელ გოგოსთან კლუბში? (ვიდეო)

მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ადამიანს, უსაინ ბოლტს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. იამაიკელმა სპორტსმენმა ეს განსაკუთრებული მომენტი რიოს ერთ-ერთ კლუბში აღნიშნა.

გავლენიანი გამოცემა, Daily Mail-ი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია როგორ ერთობა უსეინი ერთ-ერთ იამაიკელ გოგოსთან ერთად.

იამაიკელმა ბაბუა უსეინ ბოლტს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა (ვიდეო)

გუშინ უსეინ ბოლტმა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა და რიოს ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. ეს მისთვის ზედიზედ მესამე ოქროს მედალია 100-მეტრიან სპრინტში.

თუმცა, გუშინდელი საღამოს მთავარი გმირი იამაიკელი ბაბუა გახდა, რომელიც ამ შეჯიბრებას საკუთარი, თბილი ოთახიდან ადევნებდა.

ვიდეო, სადაც ის თავის თანამემამულეს საკმაოდ ემოციურად გულშემატკივრობს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.

უსეინ ბოლტმა ოლიმპიური ოქრო კიდევ ერთხელ მოიგო (ვიდეო)

დღეს გამთენიისას რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ოქროს მედალი გათამაშდა.

100 მეტრზე სირბილში უსეინ ბოლტმა პირველობა არავის დაუთმო. მან აღნიშნული დისტანცია 9.80 წამში გაირბინა და მორიგ ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

უსეინ ბოლტი მოურინიოს: “მე მოვუტან “მანჩესტერს” წარმატებას!”

მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა, უსეინ ბოლტმა ადრეც განაცხადა, რომ მისი ოცნება ფეხბურთელობა, კონკრეტულად კი “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში იყო.

გავლენიანი გამოცემა, BBC ავრცელებს ვიდეოს, სადაც ბოლტი “წითელი ეშმაკების” სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: “ჟოზე, ეს მე ვარ, უსეინ ბოლტი. ამ სეზონში შენი გუნდის თამაშებს ვუყურებ, მაგრამ მისგან წარმატებას არ ველი. მე მოგიტან წარმატებას. ველოდები მომენტს, როცა ამის შესაძლებლობას მომცემ. ჩვენ ჩემპიონობა გვჭირდება!”

ბალოტელის “ლივერპულში” გადასვლა მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა ურჩია

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანი უსეინ ბოლტი აცხადებს, რომ მან მარიო ბალოტელის ინგლისში დაბრუნება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის თავდამსხმელმა აგვისტოში იტალიური “მილანის” რიგები დატოვა და “ლივერპულს” მიაშურა.

“მე და მარიო ერთმენთს ვესაუბრებოდით. მას ვურჩიე, რომ ისევ ინგლისში დაბრუნებულიყო”, – ამბობს “მანჩესტერ იუნაიტედის” ცნობილი გულშემატკივარი უსეინ ბოლტი.

იამაიკის ნაკრები მწვრთნელს გუნდში უსეინ ბოლტის ხილვა სურს

იამაიკის საფეხბურთო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უინფრიდ შეფერმა განაცხადა, რომ გუნდში ცნობილი სპრინტერის, უსეინ ბოლტის ხილვა სურს. გერმანელი სპეციალისტი ბოლტის გამოძახებას 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ აპირებს.

“წავიკითხე ბოლტის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში სურს. ის იამაიკელია და მინდა, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრების ღირსება დაიცვას. დარწმუნებული ვარ, მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძლიერ მოთამაშედ იქცეს. ბოლტი ძალიან სწრაფია. როდესაც ისწავლით, თუ როგორ უნდა ირბინოს ბურთან ერთად, მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება. იმედი მაქვს, მას საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცცა სურს” – განაცხადა შეფერმა.

ჟერვინიო: „ბურთით უსეინ ბოლტსაც გავუსწრებ“

„რომას“ თავდამსხმელი ჟერვინიო საკუთარ თავს კარგ მორბენალს უწოდებს.

მოგეხსენებათ, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, რომელშიც „რომამ“ „ნაპოლი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა, ჟერვინიომ დუბლი შეასრულა. შეხვედრის შემდეგ 26 წლის თავდამსხმელი ხუმრობის ხასიათზე დადგა და თქვა, რომ ბურთით 100 და 200-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონს, სახელგანთქმულ სპრინტერ უსეინ ბოლტსაც გაუსწრებს.

„ბურთით ბოლტსაც კი გავუსწრებ. ბურთის გარეშე ის ჩემზე სწრაფი იქნება“, – აღნიშნა კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა.

ჟერვინიოს ეს განცხადება ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და მხატვარმა ამ ფრაზას კარიკატურაც მიუძღვნა. აქ ამ ნახატის გარჩევას არ დავიწყებთ, თუმცა მომანმა ჟერვინიოს ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა და სარბენ ბილიკზე მისი უპირატესობა არა ბურთის ფლობით, არამედ წაგრძელებული კისრითა და თავსაბურავის ფორმით გამოხატა.

ჟერვინიო მანამდე ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა, თუმცა პრემიერლიგაში ფეხი ვერ მოიკიდა და იტალიურ „რომაში“ გადაბარგება არჩია. ფეხბურთელმა სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ უსეინ ბოლტის წინააღმდეგ

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი, 100 და 200 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდსმენი უსეინ ბოლტი რომ ფეხბურთის და კრისტიანო რონალდუს დიდი გულშემატკივარია არახალია.

გადაწვყვიტეთ თქვენი ყურადღება Youtube-ს ერთ ვიდეოზე გაგვემახვილებინა, რომელშიც უსეინ ბოლტის სარეკორდო გარბენი (100 მეტრი 9.58 წამში, ბერლინი, 2009 წ.) და 2012 წლის 3 დეკემბერს გამართული მადრიდული დერბის (რეალი-ატლეტიკო) ერთი ფრაგმენტია შესული, სადაც რონალდუ საკუთარი კარიდან მეტოქის მეკარის საჯარიმომდე მანძილს 10 წამში ფარავს.

საინტერესოა თავად Youtube-ზევე განთავსებული ერთი კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ როგორ სასაცილოდაც არ უნდა მოგვეჩვენოს, რონალდუსა და ბოლტის ამ გარბენების შედარებას აზრი მართლაც აქვს, შემდეგი მიზეზების გამო:

1. მიმდინარეობს შეხვედრის 77-ე წუთი, როცა პორტუგალიელს 8-9 კმ უკვე ნარბენი აქვს და წესით საკმაოდ დაღლილი უნდა იყოს.

2. რონალდუ ბალახიან საფარზე დარბის, რაც ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე მყარ ზედაპირზე.

3. რონალდუ ბოლტისგან განსხვავებით “სწორ ხაზს” არ მიჰყვება, რაც “დროს აკარგვინებს”