ავსტრალიურ კლუბ “მარინერსში” უსეინ ბოლტის დებიუტი შედგა (ვიდეო)

იამაიკელი სპრინტერმა, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა ავსტრალიურ საფეხბურთო კლუბ “სენტრალ კოსტ მარინერსში” პირველი შეხვედრა ჩაატარა.

32 წლის სპორტსმენი ამხანაგური მატჩის დაწყებას სათადარიგოთა სკამზე მჯდომი შეხვდა, მოედანზე კი 71-ე წუთზე შევიდა. შეხვედრა “მარინერსის” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

ფეხბურთში უსეინ ბოლტის პროფესიულ კარიერაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ავსტრალიურ კლუბთან იამაიკელის კონტრაქტი გუნდის სავარჯიშო პროცესში მონაწილეობას მოიცავს. მხოლოდ რვაკვირიანი საწვრთნელი პერიოდის გასვლის შემდეგ გადაწყდება, გაუფორმებს თუ არა “სენტრალ კოსტ მარინერსი” სრულფასოვან შრომით ხელშეკრულებას უსეინ ბოლტს.

წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით

სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ ორგანიზაციის წევრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანსაც წლის საუკეთესო სპორტსმენთა გარკვევა წარმოადგენდა. გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო კაც სპორტსმენად იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი დასახელდა, რომელმაც აღნიშნული წოდება მეექსვედ მოიპოვა. ეს სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ. წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი გახდა. გამოკითხვაში 110 ქვეყნის 382-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.

2016 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენები:

1. უსეინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა) – 1149 ხმა (33,42%)
2. მაიკლ ფელპსი (აშშ, ცურვა) – 490 (14,25%)
3. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ფეხბურთი) – 387 (11,26%)
4. ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი, ჩოგბურთი) – 159 (4,62%)
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, ფორმულა 1) – 146 (4,25%)
6. ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი) – 124 (3,61%)
7. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) – 119 (3,46%)
8. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი) – 114 (3,32%)
9. მო ფარა (დიდი ბრიტანეთი, მძლეოსნობა) – 91 (2,65%)
10. ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა, ჩოგბურთი) – 90 (2,62%)

2016 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენები:

1. სიმონე ბაილსი (აშშ, ტანვარჯიში) – 524 (15,24%)
2. კატინკა ჰოსუ (უნგრეთი, ცურვა) – 472 (13,73%)
3. სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი) – 361 (10,5%)
4. ქეთლინ ლედეკი (აშშ, ცურვა) – 319 (9,28%)
5. ალმაზ აიანა (ეთიოპია, მძლეოსნობა) – 279 (8,12%)
6. ანჟელიკ კერბერი (გერმანია, ჩოგბურთი) – 250 (7,27%)
7. გენზებე დიბაბა (ეთიოპია, მძლეოსნობა) – 160 (4,65%)
8. ელსონ ფელიქსი (აშშ, მძლეოსნობა) – 149 (4,33%)
9. ლორა ტროტი (დიდი ბრიტანეთი, ველორბოლა) – 125 (3,64%)
10. ლარა გუთი (შვეიცარია, სამთო-სათხილამურო სპორტი) – 112 (3,26%)

უსეინ ბოლტი ბუფონს შეხვდა (ფოტო)

იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” კიპერ ჯანლუიჯი ბუფონს შეხვდა.

“პატივია ცოცხალ ლეგენდასთან, ჯანლუიჯი ბუფონთან შეხვედრა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბოლტმა.

A photo posted by Usain St.Leo Bolt (@usainbolt) on

ბოლტი მოურინიოს: “თვალს გადევნებთ, “მანჩესტერს” ტიტული სჭირდება”

ცნობილმა იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიმართა.

“ჟოზე, მე უსეინ ბოლტი ვარ, თუმც ეს ისედაც იცი. თვალს მიგადევნებთ ამ სეზონში. შენგან დიდ წარმატებებს მოველი. ჩვენ ტიტულის მოგება გვინდა”, – თქვა ბოლტმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ უეინ ბოლტი “მანჩესტერ იუნაიტედის” აქტიური გულშემატკივარია და რამდენჯერმე იხუმრა კიდეც, რომ კლუბისგან მოწვევას ელის.

ჟერვინიო: „ბურთით უსეინ ბოლტსაც გავუსწრებ“

„რომას“ თავდამსხმელი ჟერვინიო საკუთარ თავს კარგ მორბენალს უწოდებს.

მოგეხსენებათ, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, რომელშიც „რომამ“ „ნაპოლი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა, ჟერვინიომ დუბლი შეასრულა. შეხვედრის შემდეგ 26 წლის თავდამსხმელი ხუმრობის ხასიათზე დადგა და თქვა, რომ ბურთით 100 და 200-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონს, სახელგანთქმულ სპრინტერ უსეინ ბოლტსაც გაუსწრებს.

„ბურთით ბოლტსაც კი გავუსწრებ. ბურთის გარეშე ის ჩემზე სწრაფი იქნება“, – აღნიშნა კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა.

ჟერვინიოს ეს განცხადება ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და მხატვარმა ამ ფრაზას კარიკატურაც მიუძღვნა. აქ ამ ნახატის გარჩევას არ დავიწყებთ, თუმცა მომანმა ჟერვინიოს ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა და სარბენ ბილიკზე მისი უპირატესობა არა ბურთის ფლობით, არამედ წაგრძელებული კისრითა და თავსაბურავის ფორმით გამოხატა.

ჟერვინიო მანამდე ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა, თუმცა პრემიერლიგაში ფეხი ვერ მოიკიდა და იტალიურ „რომაში“ გადაბარგება არჩია. ფეხბურთელმა სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი