“პოგონმა” და “ლეხიამ” ფრე გააგორეს, ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასაში დასაქვეითებელი პლეი-ოფის მეექვსე ტურის მატჩები შედგა.

შჩენცინის “პოგონმა” გდანსკის “ლეხია” მიიღო. ანგარიში 21-ე წუთზე პატრიკ ლიპსკიმ გახსნა. თუმცა, მასპინძლებიდან 29-ე წუთზე ადამ ფრაჩჩაკმა გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა, ფრედ, 1-1 დასრულდა. შჩენცინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი. 22 წლის უკანახაზელმა შეუცვლელად ითამაშა.

ამ დაპირისპირების შემდეგ, რვაგუნდიან საპლეიოფო ცხრილში, “პოგონი” მეოთხე ადგილზეა.

გიორგი მერებაშვილმა “სლასკს” გაუტანა (ვიდეო)

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში პლოცკის “ვისლამ” ვროცლავის “სლასკი” მიიღო. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით, 4-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ “ვისლას” შემადგენლობაში ქართველი შემტევი, გიორგი მერებაშვილი გამოდის. პოლონელთა ათმა ნომერმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 34-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლო. ამ შემთხვევაში ასისტენტად დომინიკ ფურმანი მოგვევლინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “პლოცკს” 20 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.