პოლონეთის ნაკრებში “ღორის გრიპის ვირუსი” გავრცელდა

პოლონეთის საფეხბურთო ნაკრები ეპიდემიამ მოიცვა. ამ დროისათვის ნაკრების რვა ფეხბურთელს, მათ შორის კშიშტოფ პიონტეკსა და არკადიუშ მილიკს, გრიპის ვირუსი აქვთ.

რამდენიმე დღის წინ “ნაპოლის” ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი “ღორის გრიპის ვირუსის” ნიშნების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მისგან ვირუსი თანაკლუბელ არკადიუშ მილიკს გადაედო, რომლისგანაც ის უკვე პოლონეთის ნაკრებში გავრცელდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, დაუდგინდათ თუ არა სხვა ფეხბურთელებს “ღორის გრიპის ვირუსი”, თუმცა ცნობილია, რომ ისინი თავს კარგად ვერ გრძნობენ.

“გუნდში ეპიდემია გვაქვს და პირველი, ვისაც პრობლემა შეექმნა, არკადიუშ მილიკი იყო. სავარაუდოდ, ავსტრიასთან მატჩის წინ, ვენაში, სასტუმროს ჰაერში ყველაფერი რიგზე ვერ იყო, რადგან მსგავსი სიპტომები სხვა ფეხბურთელებსაც აღმოაჩნდათ. ჩვენი სამედიცინო ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვირუსი კიდევ უფრო არ გავრცელდეს. დღეს იან ბედნარეკსა და ბარტოშ ბერეშინსკის გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ. ვირუსი უკვე რვა ფეხბურთელს აქვს, მათ შორის პიონტეკსაც”, – განაცხადა პოლონეთის ნაკრების მთარმა მწვრთნელმა, იერჟი ბრჟეშჩეკმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 მარტს პოლონეთის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს.

ლევანდოვსკი: “გამარჯვებაზე ფიქრი უსაფუძვლოა”

პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, სენეგალის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატზე განცილი მარცხის (1:2) შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“დღეს კარგ თამაშამდე ძალიან ბევრი რამ დაგვაკლდა. ცოტა მომენტი შევქმენით, სიზუსტე გვაკლდა და ბოლო მომენტში გადამწყვეტ პასს ვერ ვაკეთებდით. ამ ყველაფრის ფონზე, გამარჯვებაზე ფიქრი უსაფუძვლოა.

დღის ერთადერთი პოზიტივი – ტრიბუნებზე ამდენი პოლონელი ფანის ხილვა იყო.

არ ვიცი, როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. თავდაუზოგავად ვივარჯიშებთ და ვეცდებით, მომდევნო მატჩებში უკეთ გამოვიდეთ. ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე,” – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sport24.

“პოგონმა” და “ლეხიამ” ფრე გააგორეს, ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასაში დასაქვეითებელი პლეი-ოფის მეექვსე ტურის მატჩები შედგა.

შჩენცინის “პოგონმა” გდანსკის “ლეხია” მიიღო. ანგარიში 21-ე წუთზე პატრიკ ლიპსკიმ გახსნა. თუმცა, მასპინძლებიდან 29-ე წუთზე ადამ ფრაჩჩაკმა გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა, ფრედ, 1-1 დასრულდა. შჩენცინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი. 22 წლის უკანახაზელმა შეუცვლელად ითამაშა.

ამ დაპირისპირების შემდეგ, რვაგუნდიან საპლეიოფო ცხრილში, “პოგონი” მეოთხე ადგილზეა.

საჩხერის “ჩიხურამ” პოლონურ “პოდბესკეჟიესთან” ფრე გააგორა (ვიდეო)

საჩხერის “ჩიხურა” ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს.

გუშინ იემრლებმა პოლონეთის “პოდბესკეჟიეს“ წინააღმდეგ ითამაშეს. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა. ამის გაკეთება გიორგი გაბედავამ თერთმეტმეტრიანიდან მოახერხა. თუმცა, მეორე ნახევარში, 76-ე წუთზე გუტოვსკიმ საჩხერელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.

შემადგენლობა:
ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა, (კაშია), მეგრელიშვილი,(დობროვოლსკი), ჩიკვაიძე, კაკუბავა, მარკოზაშვილი, ლექვთაძე, (ბუღრიძე), გაბედავა, ალექსანდრო, (ბუხაიძე).

 

ფუტსალი: პოლონეთმა საქართველო დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ ბელხატოვში ჩატარებული შეხვედრა პოლონეთის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მატჩის მერვე წუთზე ანგარიში ნიკოლოზ კურტანიძემ გახსნა. ზუსტად ოთხ წუთში, ზასტავნიკმა ორი გოლი გაიტანა. მეცამეტე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა. საბოლოოდ, ვოიციეჩოვსკიმ 34-ე და 38-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

პოლონეთი: კალუზა, ზასტავნიკი, ლუტეცკი, მიკოლაევიჩი (კ), კრიზელი

სათადარიგო: იენდრუშეკი, კუბიკი, კაიმანი, მარეკი, გლაზიაკი, ციტკო, სოლეცკი, პოპლავსკი, ვოიციეჩოვსკი.

საქართველო: ბუკია, კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე

სათადარიგო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი.

ავთანდილ ასათიანის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთს, 5 დეკემბერს, ქალაქ ჩესტოხოვაში მეორედ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

Gff.Ge

“არკამ” “სლასკს” სტუმრად მოუგო – ზარანდია სათადარიგოზე დარჩა

დღეს პოლონეთში, ექსტრაკლასას მე-16 ტურის მატჩები გაიმართა.

ვროცლავში, “სტადიონ მიეისკიზე” ადგილობრივი “სლასკი” გდინიას “არკას” დაუხვდა. დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე ლუკაშევიჩმა გახსნა და “არკა” დააწინაურა. მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ზბოზიენმა გამოიჩნა თავი და “ყვითელ-ლურჯების” უპირატესობა ორბურთიანი გახდა. თუმცა, 67-ე წუთზე ტარასოვმა მინიმუმამდე შემაცირა ჩამორჩენა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა და გდინიას გუნდმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

მოგეხსენებათ, “არკას” ღირსებას იცავს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი, ლუკა ზარანდია. სამწუხაროდ, იგი დღეს სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ისე კი, გეტყვით, რომ 21 წლის ფეხბურთელს, ამ სეზონში, ქვეყნის ჩემპიონატში სულ ხუთი შეხვედრა (75 წუთი ჯამში) აქვს ნათამაშები.

“არკა” ამჟამად 22 ქულით მერვე პოზციას იკავებს.

გიორგი მერებაშვილმა “სლასკს” გაუტანა (ვიდეო)

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში პლოცკის “ვისლამ” ვროცლავის “სლასკი” მიიღო. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით, 4-1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ “ვისლას” შემადგენლობაში ქართველი შემტევი, გიორგი მერებაშვილი გამოდის. პოლონელთა ათმა ნომერმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 34-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლო. ამ შემთხვევაში ასისტენტად დომინიკ ფურმანი მოგვევლინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “პლოცკს” 20 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.

 

ლუკა ზარანდიას”არკამ” ფრედ ითამაშა

პოლონეთის ექსტრაკლასის მე-11 ტურში ლუკა ზარანდიას გუნდმა “კრაკოვიას” უმასპინძლა.

მოედანზე სულ 5 წუთით გამოჩნდა ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ლუკას თამაშზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ უნდა აღნიშნოს მისი გუნდის საკმაოდ კარგი თამაში. აშკარა უპირატესობის მიუხედავად, “არკამ” მაინც ვერ მოახერხა მეტოქის დამარცხება და ფრედ 1-1 ითამაშა.

ამ შედეგის შემდეგ ზარანდიას გუნდს 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს პოლონეთის ექსტრაკლასში.

19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მიმოხილვა

თბილისში გრძელდება 19წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.

15 სექტემბერს მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. შესარჩევი რაუნდის ფავორიტმა პოლონეთმა საქართველო 7:0 დაამარცხა. რუსეთისა და საბერძნეთის შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით პოლონეთი ლიდერობს, რუსეთი 4 ქულით მეორე ადგილზეა.

პოლონეთი ქ U19 – საქართველო ქ U19 7:0

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

პოლონეთი ქ U19პიატეკი, კუციევიჩი, ტურკიევიჩი, ზბირადი, მილეკი (46’ კოვალჩუკი), ზავისტოვსკა (46 იედლინსკა), ოლსზევსკა, ვოსი (64’ სირანტა), რატაიცჟეკი, ოსინსკა, ზაიაცი

სათადარიგო შემადგენლობა: სოვალსკა, სტასიაკი, დრაგუნოვიჩი, კარცჟევსკა, პარცჟევსკა, გასიენიეცი

მთავარი მწვრთნელი: მარცინ კასპროვიჩი

საქართველო ქ U19გაბუნია, ჯანიკაშვილი, ჩხარტიშვილი, მინდაძე, კენჭოშვილი, შონია (46’ ხანდაზიანი), დიმოპულუ, ხაბურძანია, ეპიტაშვილი (58’ ჭუჭულაშვილი), ნარსია, კალანდაძე

სათადარიგო შემადგენლობა: კომლაძე, ტყემალაძე, ანთაძე, ფერაძე, გუჯაბიძე, ნაკვეთაური

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: ანგელიკა სოდერი (გერმანია), სინა დიკმანი (გერმანია), ვანესა ალექსანდა დიასი (პორტუგალია), ანა აგიარი (პორტუგალია)

გაფრთხილება: 45+2’ ეპიტაშვილი, 59’ ხანდაზიანი, 70’ ნარსია, 87’ ხაბურძანია, 89’ ჭუჭულაშვილი

გოლები: 1:0 ზბირადი (8), 2:0 ზაიაცი (27), 3:0 რატაიცჟეკი (30), 4:0 მილეკი (პენ) (32), 5:0 ოსინსკა (35), 6:0 მილეკი (პენ) (40), 7:0 ოსინსკა (90+3)

რუსეთი ქ U19– საბერძნეთი ქ U19 0:0

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

რუსეთი ქ U19სტანოვოვა, ბესპალიკოვა, ფედოტოვა (85’ რუზინა), ნიკიტინა, შკოდა, კუზმინა, კუროპატკინა, დუბოვა, ორგანოვა (76’ შეინა), ჩერკასოვა, მაშინა

სათადარიგო შემადგენლობა: ტ. დრონოვა, შესტერნევა, ა. დრონოვა, ერმოლაევა, მანუილოვა, მიაგკოვა, ვანკოვა

მთავარი მწვრთნელი: რომან ეზოპოვი

საბერძნეთი ქ U19: ხარძიხარისტო, პატერნა, კარაპეცა, კატირციდუ (63’ გოულა), ცაკირი, პალამა, პოლიუ (90+3’ დრაკონაკი), პაპაიოანუ, გეორგანძი (83’ საჩინიდუ), ხაძინიკოლაუ, კალდი

სათადარიგო შემადგენლობა: კავური, გაცუ, კალესი, სომადი, კაპნისი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიოს პრიონასი

მსაჯები: ტანია ფერნანდეშ მორაისი (ლუქსემბურგი), ბერენგერე პიერარტი (ბელგია), ქეთევან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთხილება: 64’ ჩერკასოვა, 84’ შეინა, 90’ პოლიუ

მესამე ტურის მატჩები 18 სექტემბერს გაიმართება. ორივე შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.

საქართველო – საბერძნეთი
მიხეილ მესხი 2

პოლონეთი-რუსეთი
დავით პეტრიაშვილი არენა

Gff.Ge

მერებაშვილის საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი “ზაგლებიესთან” (ვიდეო)

გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთი მატჩი ლუბინში “სტადიონ ზაგლებიე ლუბინზე” ადგილობრივ “ზაგლებიესა” და პლოცკის “ვისლას” შორის შედგა. შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ, თუმცა მეორე ტაიმში “ვისლამ” ჩამორჩენა აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრა, 2-2 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ 57-ე წუთზე პირველი ბურთის გაქვითვა პლოცკური გუნდიდან პიატოვსკიმ ქართველი მოთამაშის, გიორგი მერებაშვილის პასით მოახერხა. 69-ე წუთზე კი ისევ გიორგი შეიჭრა საჯარიმოში, მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მისი შესრულება ზუსტად ვარელამ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების წევრი 46-ე წუთზე შევიდა მოედანზე და მე-80-ზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ამ ფრის შემდეგ მერებაშვილის კლუბი 16-გუნდიან ჩემპიონატში რვა ქულით მეათეა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევის შეხვედრისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მზადება დაიწყო. 1 სექტემბერს გია გეგუჩაძის გუნდი ახალ ევროშესარჩევ ციკლს პოლონეთთან საშინაო მატჩით იწყებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობიდან 22 ფეხბურთელი დაიტოვა და ამჟამად პოლონეთთან მატჩისთვის ეს მოთამაშეები ემზადებიან:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

საქართველო-პოლონეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 2 და 3 ლარია.

Gff.Ge

U21: საქართველოსა პოლონეთის ნაკრებების შეხვედრა გორში ჩატარდება

1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს დაიწყებს. გია გეგუჩაძის გუნდი პირველ ტურში პოლონეთს უმასპინძლებს. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ევროშესარჩევში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები პოლონეთის გარდა, დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები არიან.

ჩვენს ჯგუფში უკვე ჩატარდა ერთი მატჩი, 8 ივნისს ლიტვამ 3:0 დაამარცხა ფარერები.

Gff.Ge