რაულ გარსია „ატლეტიკოს“ ტოვებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი რაულ გარსია კარიერას ბილბაოს „ატლეტიკში“ გააგრძელებს.

ბასკები მადრიდელებს 29 წლის მოთამაშის ტრანსფერის შესახებ უკვე შეუთანხმდნენ.

დღეს გარსია სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტის ოფიციალურად გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოს“ ღირსებას გარსია რვა წლის განმავლობაში იცავდა.

რა უქნა რაულ გარსიამ ნეიმარს გუშინდელ შეხვედრაში (ვიდეო)

11 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ შეხვედრაში, რაულ გარსიასა და ნეიმარს შორის სიტუაცია დაიძაბა.

რაულ გარსია: “ტურინში პირველი ადგილისთვის ჩავალთ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა რაულ გარსიამ “ოლიმპიაკოსთან” მოგებული შეხვედრა შეაფასა.

“საბერძნეთში განცდილი მარცხის შემდეგ ვიცოდით, რომ მეტი შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს და ეს დაგვეხმარა. მოედანზე გასვლა და გოლის გატანა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა მოიგო.

მომდევნო ტურში ტურინში მოსაგებად და პირველი ადგილის დასაკავებლად მივდივართ. აქამდე ყველაფერს სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვაკეთებდით” – განაცხადა რაულ გარსიამ.

 

რაულ გარსია “ატლეტიკოში” რჩება

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ რაულ გარსია მადრიდის “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ესპანურიპრესის ცნობით, ახალი შეთანხმება 2018 წლამდე იქნება გათვლილი და ოფიციალურად ეს ინფორმაცია რამოდენიმე დღეში დადასტურდება.

მიმდინარე სეზონში რაულ გარსიამ “ატლეტიკოს” შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

რაულ გარსია “ატლეტიკოსთან” გაახანგრძლივებს

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი რუდი გარსია უახლოეს მომავალში თავის კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამ ინფორმაციას ფეხბურთელი თავად ადასტურებს.

“მალე ახალ კონტრაქტს გავაფორმებ. თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს ძალიან უნდოდა, უბრალოდ აღნიშნული ფაქტი გადატვირთული გრაფიკის გამო გაიწელა. დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებით მეც და “ატლეტიკოც” კმაყოფილი დავრჩებით” – განაცხადა გარსიამ.

მიმდინარე სეზონში, რაულ გარსიამ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანა მოახერხა.