იბრაჰიმოვიჩი: “დავბრუნდი, რათა დაწყებული საქმე დავასრულო”

გასულ სეზონში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას ყველა მოუთმენლად ელოდება. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა ინგლისურ გამოცემა Sky Sports-თან ისაუბრა.

შვედმა იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც მან “იუნაიტედთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა: “დავბრუნდი, რათა დაწყებული საქმე დავასრულო. ამ ტრავმის შემდეგ, ყველა ფირობდა, რომ ეს დასასრული იყო. პირველ სეზონში მოვახერხეთ და სამ ტიტულს დავეუფლეთ, მაგრამ პრემიერ ლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ. რაც გასულ წელს დავიწყეთ, წელს აუცილებლად დასრულდება. სწორედ ესაა ჩემი მიზანი. ვაპირებ დავუმტკიცო მათ, რომ მე ეს შემიძლია.” – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მედიკოსების ვარაუდით, შვედი ფეხბურთელი დეკემბერში მოახერხებს მინდორზე გასვლას. შეგახსენებთ, რომ ზლატანმა ტრავმა ევროპა ლიგის შეხვედრაში მიიღო, “ანდერლეხტის” წინააღმდეგ.