კარიკატურა: კრიშტიანუ რონალდუს 50-ე ჰეთრიკი

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ხირონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6:3 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 50-ე ჰეთრიკი შეასრულა, რაც ფენომენალური შედეგია.

ამ თემაზე Bleacher Report-მა კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

ზიდანი: “ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემზე”, ან “ხირონაზე”, თუმცა დღეს კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა”

დღეს ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში “ატლეტიკომ” “რეალი” მიიღო და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა.

მადრიდული დერბის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“არ ვთვლი, რომ პანიკაში უნდა ჩავვარდეთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. ჩვენსა და “ბარსელონას” შორის დიდი დაშორებაა, თუმცა ეს შეიცვლება. კატალონიელები ყველა თამაშს ვერ მოიგებენ. ხოლო, “რეალი” კი ამის გამოყენებას ეცდება და ჩამორჩენას აღმოფხვრის. კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა გოლი დაგვაკლდა.”

“ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, რადგან მათ მეტი დაიმსახურეს. მათ ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ. სიმშვიდე – ეს სწორი გზაა. დღეს მართლა მშვენივრად ვითამაშეთ და, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემსა” თუ “ხირონაზე”, თუმცა “ატლეტიკოს” კართან რამდენიმე რეალური მომეტი შევქმენით.”

“არ ვიცი, რამოსის ცხვირთან დაკავშირებით, რა ხდება. მგონი, ის გატეხილია. ის მომენტი და, ასევე, სხვა რამდენიმე შეჯახება კარგად ვერ დავინახე, ამიტომ ვერ შევაფასებ არბიტრებს. მათ უბრალოდ თავისი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, გამოვიდნენ მოედანზე და იმსაჯეს,” – აცხადებს “ზიზუ”.

როგორ აღნიშნა “ჟირონამ” “რეალთან” გამარჯვება გასახდელში (ვიდეო)

გუშინ ლა ლიგის მეთე ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა, როდესაც კატალონიის “ხირონამ” მადრიდის “რეალი” დაამარცხა (2-1).

შეხვედრის შემდეგ პაბლო მაჩინმა ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა: “შესვენებაზე ჩვენ დავსახეთ გეგმა თუ, როგორ უნდა დაგვემარცხებინა ევროპის ჩემპიონი. ეს ყველაფერი თითოეული თქვენგანის დიდი შორმის შედეგია. შეგიძლიათ თქვათ, რომ აუტსაიდერის სტატუსით მადრიდის “რეალი” დაამარცხეთ”, – განაცხადა პაბლო მაჩინმა.

“რეალი” კატალონიაში “ჟირონასთან” დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თავისი მატჩი ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც კატალონიის ქალაქ ჟირონაში ამავე სახელწოდების გუნდს შეხვდა. დაძაბულ მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როცა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა ისკო ალარკონი დამატებაზე ზუსტი იყო – 0-1.

მეორე ნახევარში, 54-ე და 58-ე წუთებზე, შესაბამისად, კრისტიან სტუანიმ და პორტუმ შეძლეს კიკო კასილიას კარის ბადის შერხევა. “ჟირონას” წინ გასვლის შემდეგ, “ბლანკოსი” ბევრს ცდილობდა, მინიმუმ, გაეთანაბრებინა ანგარიში, თუმცა უშედეგოდ. ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი შემოიყვანა, რომლებიც ისკოსთან, რონალდუსა და ბენზემასთან ერთად უტევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერმა მადრიდელებს არაფერი არ მისცა.

საბოლოოდ, “ჟირონამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო. “ბლანკოსმა” კი, 27 წლის შემდეგ პირველად წააგო ლა ლიგის დებიუტანტ გუნდთან. კატალონიელები 12 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ. დედაქალაქურ გუნდს 20 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.