მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ “ბლანკოსის” ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი აზრით, კლუბს განვთარება უნდა, თუმცა ამისთვის ახალი ფეხბურთელის შეძენა არაა საჭირო.
“არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ახლა “რეალში” გადავა და მას სწორი გზით განვითარებაში დაეხმარება. ახლა კლუბში განსხვავებული სიტუაციაა. ჩემს დროს მხოლოდ სუპერვარსკვლავებზე კეთდებოდა აქცენტი. ახლა კი, მთავარი მწვრთნელი იყენებს როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს, ასევე აკადემიის აღზრდილ ესპანელებს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ფილოსოფია, რაღაც მხრივ, შეცვლილია.”
“რასაც ზიდანი აკეთებს, ეს დასაფასებელია. მისი მიღწევები იმის მაქსიმუმია, რაც “რეალის” მწვრთნელმა შეუძლია, გააკეთოს. “ზიზუმ”, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო. მისი, პირადად მე, მჯერა. ვფიქრობ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა შეუძლია,” – აცხადებს ლუიში.