ჰამზიჩი: “ფინალი ჩვენთვის ბოლო შანსია, რათა ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე მოვხვდეთ”

დღეს “მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე” ხონის “იმერეთმა” მასპინძლის სტატუსით საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და საქართველოს თასის 1/2 ფინალში 5-0 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ საჩხერელთა გოლკიპერმა დინო ჰამზიჩმა ჩვენს ჟურნალისტთან ისაუბრა: “დღეს ფავორიტის სტატუსით გამოვედით მინდორზე და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ჩვენი მეტოქე მე-3 ლიგის გუნდია, ამიტომაც მათი დამარცხება არ გაგვჭირვებია. რაც შეეხება, “ტორპედოსთან” გასამართ შეხვედრას, საინტერესო მატჩს ველი. ქუთაისლებმა “დინამო” დაამარცხეს და დაამტკიცეს, რომ კარგ ფორმაში იმყოფებიან, ასევე ისინი მეორე ადგილს იკავებენ ეროვნულ ლიგაში, ამიტომაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური უკვე გარანტირებული აქვთ. ფინალი ჩვენთვის კი ბოლო შანსია, რათა ევროპა ლიგის შესარჩევზე მოვხდეთ. გასულ სეზონთან შედარებით ჩვენ ცუდად გამოვიყურებით, რადგან ბევრ შეხვედრას ვაგებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამის მიზეზი გამუდმებული ტრავმებია, რის გამოც მუდმივი როტაცია ხდებოდა საჭირო. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და სეზონის კარგად დასასრულებლად ვორიენტირდეთ “, – აცხადებს დინო ჰამზიჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშებაში საჩხერის “ჩიხურას” არცეთი გოლი არ გაუშვია.