პოჩეტინო: “ვანიამა “საუთჰემპტონთან” უნდა დაბრუნდეს”

ვიქტორ ვანიამამ მუხლის ტრავმა აგვისტოში, “ბარნლის” წინააღმდეგ მიიღო და უკვე ოთხი თვეა, ლონდონის “ტოტენჰემს” ვერ ეხმარება.

26 წლის ნახევარმცველზე “სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

“ვნახოთ, როდის დაბრუნდება ვიქტორი. წინა სეზონში ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გუნდის წარმატებაში. ამ სეზონში ვანიამა, ფაქტობრივად, დავკარგეთ. თუმცა, გუნდში მისი დიდი საჭიროებაა. იმედი მაქვს ის უკვე მალე დაბრუნდება. როგორც ვვარაუდობთ, ვიქტორი “ბარნლისთან” შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა ათი დღის მანძილზე “საუთჰემტონთან”, “სუონსისთან” და “ვესტ ჰემთან” გასამართ მატჩებში მზად იქნება,” – აცხადებს პოჩეტინო.

მაურისიო პოჩეტინო: “ბედნიერები ვართ – ჩვენ მსოფლიოს საუეკთესო გუნდს მოვუგეთ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრა. მასპინძლებმა ანგარიშთ, 3-1 იმარჯვეს, ათი ქულა დააგროვეს და ჯგუფიდანაც გავიდნენ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “სპურსების” მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ესაუბრა.

“შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, ასეთი ასპარეზობისთვის. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, ფანებისთვის, რადგან მოვუგეთ მადრიდის “რეალს” – მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. ფანტასტიკურია, როცა გრძნობ, შეგიძლია დაამარცხო ძლიერი.”

“სეზონის დასრულებამდე დიდი დროა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ვეცადოთ, დასახულ მიზნებამდე ბოლომდე მივიდეთ,” – აცხადებს პოჩეტინო.