რომელი კლუბების სტადიონებს უკავიათ მოწინავე პოზიციები დასწრებადობის მხრივ

მიუნხენის “ბაიერნმა” სოციალურ ქსელში საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. გამოითვალეს, ევროპის წამყვან ხუთ ლიგაში დასწრებადობის მხრივ რომელ სტადიონებს ეკავათ მოწინავე პოზიციები 2016-2017 წლების სეზონში.

როგორც ირკვევა, ყველაზე კარგად “ბაიერნის” საშინაო არენა “ალიანც არენა” ივსებოდა. სტადიონზე 75 ათასი მაყურებელი ეტევა და ყველა მატჩში სრული ანშლაგი ყოფილა. მეორე ადგილი დაიკავა “ფრაიბურგმა”, რომლის არენაც სეზონის განმავლობაში საშუალოდ 99,76 პროცენტით ივსებოდა, მესამე პოზიციაზეა ლონდონის “ჩელსი”.

„ბაიერნი“ სტადიონის ტევადობის გაზრდას აპირებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა „ალიანც არენის“ ტევადობის ოთხი ათასი ადგილით გაზრდას აპირებს, რის შესახებაც ESPN-ი იტყობინება. როგორც ცნობილია, მიუნხენური გრანდის მენეჯერები სტადიონის ტევადობას 75 000 ადგილამდე გაზრდიან. ცნობისთვის, „ბაიერნის“ საშინაო არენა ამჟამად 71 137 გულშემატკივარს იტევს.

ეს გადაწყვეტილება კლუბმა მას შემდეგ მიიღო, რაც მიუნხენს ევრო 2020-ის მატჩების ჩატარების შანსი მიეცა. უეფა-ს ნორმების მიხედვით, იმისთვის, რომ სტადიონმა მსგავს ტურნირს უმასპინძლოს, იგი მინიმუმ 70 000 გულშემატკივარს უნდა იტევდეს.

გარდა ამისა, ბავარიული კლუბის პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფეხზე მდგომ გულშემატკივრებს დამატებითი 2 000 ადგილის გამოყოფის პირობა მისცა.

ალექსანდრე მატევოსოვი