კაჭარავას დღე პოლონეთში – გოლი, საგოლე გადაცემა და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასის მეთხუთმეტე ტურში “კორონა” საკუთარ მოედანზე “შლიონსკს” დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა.

“კორონას” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც მინდორზე 76 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ქართველმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, კვიჟამოვიჩმა პენალტი ზუსტად გამოიყენა. 67-ე წუთზე თავად კაჭარავამ შეძლო გოლის გატანა, ხოლო 72-ზე საგოლე გადაცემა პირველი გოლის ავტორს გაუკეთა. საბოლოოდ შეხვედრა 3-0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ კაჭარავას “კორონა” 25 ქულთ მეორე ადგილს იკავებს. ამ მომენტისათვის პირველ ადგილოსან “გორნიკს” კი, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.