ქართველები ექსტრაკლასას 21-ე ტურის სიმბოლურში (ფოტო)

პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა 21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე მოხვდა.

საქმე ეხება ახალგაზრდა ლაშა დვალსა (“პოგონი”) და გიორგი მერებაშვილს (“პლოკი”). ქართველებმა მართლაც, რომ გამორჩეული შეხვედრები ჩაატარეს ექსტრაკლასაში. დვალის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ამ ყოველივეში კი უდიდესი წვლილი, სწორედ ლაშას ეკუთვნის. ხოლო მერებაშვილმა “ლეგიას” წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

კაჭარავას დღე პოლონეთში – გოლი, საგოლე გადაცემა და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასის მეთხუთმეტე ტურში “კორონა” საკუთარ მოედანზე “შლიონსკს” დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა.

“კორონას” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც მინდორზე 76 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ქართველმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, კვიჟამოვიჩმა პენალტი ზუსტად გამოიყენა. 67-ე წუთზე თავად კაჭარავამ შეძლო გოლის გატანა, ხოლო 72-ზე საგოლე გადაცემა პირველი გოლის ავტორს გაუკეთა. საბოლოოდ შეხვედრა 3-0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ კაჭარავას “კორონა” 25 ქულთ მეორე ადგილს იკავებს. ამ მომენტისათვის პირველ ადგილოსან “გორნიკს” კი, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

“პიასტი” 2-1 “ვისლა”: მერებაშვილის საგოლე გადაცემა

პოლონეთის ექსტრაკლასში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. “პიასატმა” “პლოცკს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა და 62-ე წუთზე საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. იგი კანტეს წონასწორობის აღადგენაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ მაინც დამარცხდნენ. მასპინძელთაგან გოლები პაპასდოპულოსის (16) და ბუკატასის (71) ანგარიშზეა.

ამ მარცხის შემდეგ მერებაშვილის გუნდი მეშვიდე პოზიციაზეა 20 ქულით, მაგრამ მის მდევარ “იაგოლენიას” ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.