ლაშა დვალმა პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა

დღეს პოლონეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში “ნეჩეჩამ” შენცინის “პოგონი” მიიღო.

მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 4-2 დასრულდა. “პოგონის” შემადგენლობაში იმყოფებოდა ქართველი ცენტარლური მცველი, ლაშა დვალი. მან დუბლის შესრულება მაოხერხა: 54-ე და 59-ეზე წუთებზე ლაშამ მუჩას კარი აიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ ქართველის გუნდი 28 ქულით მეცამეტე ადგილზეა.

ქართველები ექსტრაკლასას 21-ე ტურის სიმბოლურში (ფოტო)

პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა 21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე მოხვდა.

საქმე ეხება ახალგაზრდა ლაშა დვალსა (“პოგონი”) და გიორგი მერებაშვილს (“პლოკი”). ქართველებმა მართლაც, რომ გამორჩეული შეხვედრები ჩაატარეს ექსტრაკლასაში. დვალის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ამ ყოველივეში კი უდიდესი წვლილი, სწორედ ლაშას ეკუთვნის. ხოლო მერებაშვილმა “ლეგიას” წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

“პოგონმა” “არკა” დაამარცხა – დვალი სასტარტოში

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურის შეხვედრაში “პოგონმა” “არკას” უმასპინძლა და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ დღეს მინდორზე მხოლოდ ახალგაზრდა ლაშა დვალი გამოჩნდა, მან “პოგონის” შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა და მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. დვალი მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც შეეხება “არკაში” მოთამაშე ლუკა ზარანდიას ის სათადარიგოთა შორის დარჩა. “პოგონმა” ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გაიტანა, თავი ადამმა გამოიჩინა.

ლაშა დვალის გუნდი 21-ე ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “არკა” მე-5 პოზიციას იკავებს.

ლაშა დვალი “დუისბურგის” ფეხბურთელია

ახალგაზრდა ქართველი მცველი ლაშა დვალი ამიერიდან გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ “დუისბურგში” ითამაშებს, ამ ინფორმაციას რამდენიმე გერმანული ვებ-გვერდი ავრცელებს.

liga-zwei.de-ს ცნობით, “დუისბურგმა” ცოტა ხნის წინ “შალკეში” ნახევარმცველი საშა დუმი გაუშვა, გუნდს კი ისეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა, რომელიც დაცვას გააძლირებდა და თამაში ნახევარდაცვის ხაზში შეეძლებოდა. ლაშა დვალს კი დაცვის ხაზის გარდა, ნახევარდაცვაშიც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ დვალს “სკონტოს”, “რედინგისა” და “ქასიმფაშას” რიგებში უასპარეზია.

დვალი მოედანს “სივასპორთან” დაუბრუნდა

თურქული სუპერლიგის 32-ე ტურში “ქასიმფაშა” “სივასპორს” სტუმრად დაუზავდა. გუნდებმა გოლები მატჩის მეორე ნახევარში გაცვალეს.

სტუმართა ქართველი მცველი, ლაშა დვალი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 51-ე წუთზე შემოვიდა.

32 ტურის შემდეგ 36 ქულით “ქასიმფაშა” მეთერმეტე პოზიციაზეა.

დვალის “ქასიმფაშამ” “ბურსასპორი” დაამარცხა

თურქული სუპერლიგის 29-ე ტურში “ქასიმფაშამ” “ბურსასპორი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 5:3 სძლია.

მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი, რომელმაც კლუბიდან შოთა არველაძის წასვლის შემდეგ ძირითადში ადგილი დაკარგა.

“ქასიმფაშა” კი 29 ტურის შემდეგ 35 ქულით მეათე პოზიციაზეა.

“ქასიმფაშამ” დვალის გარეშე მოიგო

თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში “ქასიმფაშა” “რიზესპორს” ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება, 3:1 მოიპოვა.

შოთა არველაძის კლუბიდან წასვლის შემდეგ ეს სტამბულელების პირველი გამარჯვება იყო, რომელიც გუნდმა ლაშა დვალის გარეშე მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველი მცველი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. უნდა აღინიშნოს, რომ დვალმა ძირითადში ადგილი კლუბიდან არველაძის წასვლის შემდეგ დაკარგა.

დვალის “ქასიმფაშა” “გალათასარაისთან” დამარცხდა

თურქული სუპერლიგის 25-ე ტურში შოთა არველაძის გარეშე დარჩენილმა “ქასიმფაშამ” გათამაშების ლიდერი, “გალათასარაი” მიიღო. მასპინძლებმა პირველი ტაიმი დამაჯერებალდ, 2:0 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში 3 გოლი გაუშვეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

“ქასიმფაშას” სასტარტოში იყო 19 წლის ლაშა დვალი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. როგორც ჩანს, არველაძს გადადგომა პერსპექტიული მცველის სათამაშო პრაქტიკაზე არ აისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

25 ტურის შემდეგ მოპოვებული 29 ქულით “ქასიმფაშა” მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

დვალის 90 წუთი არველაძის უკანასკნელ შეხვედრაში

თურქეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში შოთა არველაძის “ქასიმფაშა” “კონიასპორს” ესტუმრა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

“ქასიმფაშას” სასტარტოში იყო მცველიი, ლაშა დვალი, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ამრიგად, არველაძის გუნდის აქტივში 24 ტურში მოპოვებული 29 ქულა და მე-9 პოზიციაა. ქართველი მწვრთნელისთვის აღნიშნული მატჩი თურქული კლუბის სათავეში უკანასკნელი აღმოჩნდა. 

დვალის ავტოგოლი და არველაძის ფრე რობერტო კარლოსთან (ვიდეო)

თურქული სუპერ ლიგის 23-ე ტურში შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” “ახისარ ბელედიერსპორს” უმასპინძლა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ლაშა დვალი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და ერთ-ერთ ეპიზოდში საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

საქმე იმაშია, რომ “ქასიმფაშა” დამაჯერებლად, 2:0 იგებდა, როცა 19 წლის ქართველმა მცველმა 65-ე წუთზე ბურთ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ზუსტად 10 წუთში კი სტუმრებმა მეორეც გაიტანეს და საბოლოო 2:2 დაფიქსირდა.

23 თამაშში მოპოვებული 29 ქულით შოთა არველაძის გუნდი ამჟამად მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

თურქეთში ლაშა დვალის დებიუტი შედგა

რიგის “სკონტოდან” “ქასიმფაშაში” გადასულმა ლაშა დვალმა თურქეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა.

შოთა არველაძის გუნდი გუშინ “კარაბუქსპორს” ესტუმრა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დვალმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ქართველი მცველი ინგლისური “რედინგის” საკუთრებშია და თურქულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს.

“ქასიმფაშა” ქართველი მცველით გაძლიერდა

ოთო გოშაძისა და ვატო არველაძის შემდეგ შოთა არველაძემ “ქასიმფაშაში” მესამე ქართველი მოთამაშე აიყვანა. თურქულ კლუბთან გუშინ კონტრაქტი ლაშა დვალმა გააფორმა.

19 წლის მოთამაშე, რომელიც ინგლისური “რედინგის” საკუთრებაა, თურქულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დვალი რიგის “სკონტოში” იყო განათხოვრებული.