“პოგონმა” “არკა” დაამარცხა – დვალი სასტარტოში

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურის შეხვედრაში “პოგონმა” “არკას” უმასპინძლა და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ დღეს მინდორზე მხოლოდ ახალგაზრდა ლაშა დვალი გამოჩნდა, მან “პოგონის” შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა და მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. დვალი მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც შეეხება “არკაში” მოთამაშე ლუკა ზარანდიას ის სათადარიგოთა შორის დარჩა. “პოგონმა” ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გაიტანა, თავი ადამმა გამოიჩინა.

ლაშა დვალის გუნდი 21-ე ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “არკა” მე-5 პოზიციას იკავებს.

“არკამ” მეტოქე გაანადგურა – ზარანდიას საგოლე გადაცემა

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასის მეჩვიდმეტე ტურში “არკამ” “სანდერაჩიას” უმასპინძლა და დამაჯერებლად 5-0 დაამარცხა მეტოქე.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ახალგაზრული ნაკრების ლიდერი ლუკა ზარანდია, რომელმაც მინდორზე 62 წუთი დაჰყო და შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ანგარიში მე-5 წუთზე ჟურადომ გახსნა, მე-13 და 43-ე წუთებზე კი ზვოჩმა ორი თერთმეტმეტრიანი გამოიყნა ზუსტად, ხოლო მე-15 წუთზე კრივეტსმა გამოიჩინა თავი ზარანდიას გადაცემის შემდეგ. ბოლო გოლი მეორე ნახევრის სტარტზე გავიდა, 47-ე წუთზე თავისი გოლი მარკინიაკმა გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრა 5:0 დასრულდა.

ამ გამარჯვბის შემდეგ “არკას” 25 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ზარანდიას გუნდი მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს სახლში გამართავს.