ქართველები ექსტრაკლასას 21-ე ტურის სიმბოლურში (ფოტო)

პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა 21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ჩვენდა სასიხარულოდ საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე მოხვდა.

საქმე ეხება ახალგაზრდა ლაშა დვალსა (“პოგონი”) და გიორგი მერებაშვილს (“პლოკი”). ქართველებმა მართლაც, რომ გამორჩეული შეხვედრები ჩაატარეს ექსტრაკლასაში. დვალის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ამ ყოველივეში კი უდიდესი წვლილი, სწორედ ლაშას ეკუთვნის. ხოლო მერებაშვილმა “ლეგიას” წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

“პოგონმა” “არკა” დაამარცხა – დვალი სასტარტოში

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურის შეხვედრაში “პოგონმა” “არკას” უმასპინძლა და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ დღეს მინდორზე მხოლოდ ახალგაზრდა ლაშა დვალი გამოჩნდა, მან “პოგონის” შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა და მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. დვალი მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც შეეხება “არკაში” მოთამაშე ლუკა ზარანდიას ის სათადარიგოთა შორის დარჩა. “პოგონმა” ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გაიტანა, თავი ადამმა გამოიჩინა.

ლაშა დვალის გუნდი 21-ე ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “არკა” მე-5 პოზიციას იკავებს.

“კორონა” მარცხს კაჭარავას გოლით გადაურჩა (ვიდეო)

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში “კორონამ” “პიასტის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა. შეხვედრაში “პიასტა” 85-ე წუთზე დაწინაურდა თავი ვასილიევმა გამოიჩინა, ხოლო 89-ზე სწორედ ნიკა კაჭარავას გოლმა გადაარჩინა “კორონა” მარცხს. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ კაჭარავას გუნდს 31 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.