დრაქსლერი სამშობლოში ბრუნდება?

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “პარი სენ-ჟერმენში” ნეიმარი და მბაპე გადმობარგდნენ გერმანელ შემტევ, იულიან დრაქსლერს მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რითიდაც დედაქალაქელთა შემტევი ბედნიერი ნამდვილად არ არის.

ფრანგული გამოცემა France Football-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დრაქსლერის დამატებით მიუნხენის “ბაიერნია” დაინტერესებული და მას, გერმანელები რიბერის შემცვლელად განიხილავენ. ფრანგს გამუდმებით ტრავმები აწუხებს, ამიტომაც ის სტაბილურად თამაშს ვეღარ ახერხებს. იულიანის დამატებას მიუნხენელები შემდეგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან, მანამდე კი დრაქსლერს პარიზში მოუწევს სხვა ვარსკვლავებისთვის კონკურენციის გაწევა.

შეგახსენებთ, რომ იულიან დრაქსლერი საფრანგეთში 2017 წლის ზამთარში გადმოვიდა და განვლილი პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო “პსჟ”-ს რიგებში, მანამდე კი 24 წლის შემტევი “ვოლფსბურგსა” და “შალკეში” გამოდიოდა.

კობი ბრაიანტი “პსჟ”-ს ესტუმრა (ვიდეო)

ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი პარიზში იმყოფება. მან დღეს “პსჟ”-ს ვარჯიშზე სტუმრობისთვისაც მოიცალა. იგი ფეხბურთელებს შეხვდა და ფოტოებიც გადაიღო.

ფრანგული გუნდის ოფიციალური გვერდი აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 აგვისტო


დი მარია თანახმაა, კარიერა “ბარსაში” გააგრძელოს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ანხელ დი მარიამ თავად გამოთქვა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების სურვილი.

როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენი” ძალიან ახლოსაა ნეიმარის ტრანსფერთან, 29 წლის ანხელს კი არ სურს მის ჩრდილქვეშ მოექცეს.


იჰენაჩო “ლესტერში” მიდის

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი კელეჩი იჰენაჩო “ლესტერ სიტიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ “დეილი ტელეგრაფის” ჟურნალისტი ჯონ პერსი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.


სმოლინგის ტრანსფერისთვის 5 კლუბი იბრძვის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი ძალიან ახლოსაა “ოლდ ტრაფორდის” დატოვებასთან. ინგლისელებმა უკვე დააყენეს ქრისი ტრანსფერზე და მის სანაცვლოდ 8,5 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

როგორც ცნობილი ხდება, 27 წლის ფეხბურთელსი მიმართ ინეტერესს “ვესტ ბრომის”, “ბერნლის”, “ლესტერის”, “კრისტალ პალასისა” და “სტოკ სიტის” ხელმძღვანელები იჩენენ.


“ინტერი” დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაობს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელთა მთავარი პრიორიტეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში “პსჟ”-ს გერმანელი შემტევის, იულიან დრაქსლერის გადაბირება იქნება.

როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის დრაქსლერის გადაბირების ფასად, “ინტერი” მზადაა ჟოაუ მარიუს შეელიოს, რომელიც “სპორტინგიდან” 40 მილიონად შეიძინა.


“ჩელსი” კანდრევას დაუბრუნდა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში კვლავ დაბრუნდა “ინტერის” კუთვნილებაში მყოფი ანტონიო კანდრევა, რომლის შეცვლასაც “ნერაძურის” უფროსები კეიტა ბალდეს მეშვეობით გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი პირადადაა დაინტერესებული 30 წლის ფეხბურთელსი ტრანსფერით.


ოფიციალურად: “ვოლფსბურგბა” დრაქსლერის შემცვლელი გაიფრომა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანულმა “ვოლფსბურგბა” იულიან დრაქსლერი “პსჟ”-ში 30 მილიონ ფუნტად გაყიდა.

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ბუნდესლიგის კლუბმა დრაქსლერის შემცვლელი შეიძინა. საქმე ეხება 24 წლის ნახევარმცველს, იუნუს მალის, რომელიც 2011 წლიდან “მაინცში” ირიცხებოდა. ეს მოთამაშე ყოველ წელს, უფრო და უფრო, იზრდება. მან შარშან ბუნდესლიგაში 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ხოლო, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, 16 თამაშში 6-ჯერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება.

 

მალიში “ვოლსფბურგმა” 12.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 24 წლსი სპორტსმენი გერმანულ გუნდში ათნომრიან ფორმას მიიღებს.

ზამთრის მთავარი ტრანსფერები

სულ რამდენიმე დღეა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და უკვე განხორციელდა გამორჩეული ტრანსფერები.

რაიან ბაბელი, “დეპორტივო” – “ბეშიქთაში”, უფასოდ 

30 წლის ჰოლანდიელი, რომელიც ამსტერდამის “აიაქსში” ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. იგი დედაქალაქური კლუბის შემდეგ, “ლივერპულშიც” იყო, სადაც ბოლომდე იმედები ვერ გაამართლა. ბაბელმა ძალიან ბევრი იმოგზაურა. იგი არაბთა გაერთიანებული ემირატების ჩემპიონატშიც კი თამაშობდა. გასულ ზაფხულზე ჰოლანდიელმა მცირეხნიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ “დეპორტივოსთან”, სადაც 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ბაბელი უფასოდ გადავიდა თურქულ “ბეშიქთაშში”.

იაგო ფალკე, “რომა” – “ტორინო”, 6 მილიონი ევრო

ფალკე 2015 წლის ზაფხულიდან “რომას” ეკუთვნოდა. პირველი, არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, 27 წლის ესპანელი ფეხბურთელი რომაელებმა “ტორინოში” გაანათხოვრეს, სადაც სერია ა-ში ჩატარებულ 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. სუპერშედეგიანი ფალკე ზამთარში “ტორინომ” 6 მილიონად იყიდა.

ტიმოტე კოლოჯეიჩაკი, “სევილია” – მიუნხენგლადბახის “ბორუსია”, – 7.5 მილიონი ევრო

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, მაიკლ იოხინი იტყოდა, როგორც იქნა, ფრანგმა მცველმა იპოვა ისეთი გუნდი, რომლის სახელწოდებაც მის გვარზე დიდია. კოლოჯეიჩაკმა ეს ტრანსფერი ტვიტერზე დაადასტურა.

ტომას რინკონი, “ჯენოა” – “იუვენტუსი”, 8 მილიონი ევრო

ვენესუელელი, რომელიც “იუვემ” იყიდა ვიტსელის მაგივრად.

ადემოლა ლუკმანი, “ჩარლტონი” – “ევერტონი”, 7.5 მილიონი ფუნტიდან 11 მილიონ ფუნტამდე

კიდევ ერთი ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტი. 18 წლის ადემოლა წელიწად-ნახევრის მანძილზე “ჩარლტონში” გამოდიოდა. ამ ზამთარში კი, ყველა გრანდს “ევერტონმა” აჯობა და ლუკმანი არც ისე იაფად შეიძინა.

კარლოს ტევესი, “ბოკა ხუნიორსი” – “შანხაი შენჰუა”, 10.5 მლიონი ევრო

როგორც არგენტინის პრეზიდენტმა თქვა, კარლიტოს განტვირთვა სჭირდება. ტევესმა დასასვენებლად შესანიშნავი ადგილი იპოვა ჩინეთის სახით, სადაც იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

უილფრიდ ნდიდი, “გენკი” – “ლესტერი”, 17.6 მილიონი ევრო

კიდევ ერთი მცდელობა “ლესტერ სიტისა”, რომ გუნდში ახალი კანტე მიიყვანონ.

რიხედლი ბაზური, “აიაქსი” – “ვოლფსბურგი”, 12 მილიონი ევრო

20 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელიც დიდ ტალანტს ფლობს. მისით რამდენიმე პრემიერლიგური გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენმა ბუნდესლიგა აირჩია.

ლეონარდო პავოლეტი, “ჯენოა” – “ნაპოლი”, 18 მილიონი ევრო

კიდევ ერთი მცდელობა “ნაპოლის” მხრიდან, რომ იყიდონ ახალი გინსალო იგუაინი.

აქსელ ვიტსელი, “ზენიტი” – “ტიანცზინ ციუანცზიანი”, 20 მილიონი ევრო

“იუვე” სთავაზობდა, თუმცა მისთვის სხვა რამეა პრიორიტეტული.

იულიან დრაზქსლერი, “ვოლფსბურგი” – “პსჟ”, 40 მილიონი ევრო

იმედია, დრაქსლერი პარიზულ კლუბში მაინც აჩვენებს იმას, რასაც მისგან დიდი ხანია ელიან.

ოსკარი, “ჩელსი” – “შანხაი ტელეისი”, 60 მილიონი ევრო

კიდევე ერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა.

დრაქსლერისთვის, “არსენალთან” ერთად, “პსჟ”-ც იბრძოლებს

Le Parisien-ი იტყობინება, რომ “პსჟ”-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “ვოლფსბურგის” ფეხბურთელი, იულიან დრაქსლერი იქნება.

გერმანელი შემტევი 2014 წლის ზაფუხლზე გადავიდა “შალკედან” ნახსენებ კლუბში 35 მილიონ ევროდ, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ ორ წელში რეგრესი განიცადა. თუ მასში ერთი წლის წინ 70 მილიონს იხდიდნენ, ახლა ფრანგული კლუბი, მხოლოდ და მხოლოდ, 30 მილიონ ევროს ჩამოდის.

პარიზელები მზად არიან, რომ ხესე როდრიგესი “რომაში” გაუშვან, თუ გერმანელის შეძენას მოახერხებენ.

“პსჟ”-ს ხელს “არსენალი” შეუშლის, რომელსაც დრაქსლერი უკვე, დიდი ხანია, უნდა.

“ევერტონს” გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სურს!

ინგლისური კლუბის სამიზნე გერმანიის ნაკრების მოთამაშეა…

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ევერტონს” იულიან დრაქსლერის შეძენა უნდა. მიუხედავად იმისა, “ვოლფსბურგმა” ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა, მერსესაიდული კლუბის მესვეურებმა იულიანის შესაძენად 63 მილიონი ფუნტი გამოყვეს. ეს ძალიან მაცდური შემოთავაზებაა. ვნახოთ, როოგორ განვითარდება მოვლენები.

აქვე გეტყვით, რომ 22 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულზე გადავიდა “ვოლფსბურგში”. მან 21 თამაშში 5 გოლი გაიტანა.

“არსენალს” დრაქსლერი სჭირდება

Sky Sports Germany-ს ცნობით, “არსენალის” სამწვრთნელი შტაბის ინტერესი “შალკეს” შემტევმა, იულიან დრაქსლერმა მიიპყრო.

21 წლის იულიანმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მხოლო 15 შეხვედრა ჩაატარა, რაც ტრავმებით იყო გამოწვეული.

გავრცელებული ინფორმაციით გერმანული კლუბი მოთამაშეში 30 მილიონ ევროს მოითხოვს.

დრაქსლერი ნაკრებს ვერ დაეხმარება

“შალკეს” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ეროვნული გუნდის მომდევნო მატჩს გამოტოვებს.

ფეხბუთელს გრიპის გამო რამდენიმე დღე გაუცდა. ავადმყოფობის გამო დრაქსლერი საკუთარ ნაკრებს პოლონეთთან ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ არის მისი ირლანდიასთან თამაშიც.

პოლონეთს ლიოვის შეგირდები 11 ოქტომბერს ხვდებიან, ხოლო ირლანდიელებს 14-ში.

“არსენალმა” დრაქსლერი ვერ შეიძინა

იულიან დრაქსლერი გელზენკირხენულ კლუბში, როგორც მინიმუმ, უახლოეს ზაფხულამდე დარჩება.

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალგაზრდა გერმანელი მოთამაშის შეძენას მართლაც ცდილობდა, თუმცა ინგლისელებმა “შალკეს” მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ შეძლეს.

გერმანული კლუბი 20 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მოითხოვდა. “მეთოფეებმა” კი გადაწყვიტეს, რომ ეს ფეხბურთელი ასეთ თანხად არ ღირს.

ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ “არსენალი” კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელის, კრისტიან ტელიოს შეძენითაა დაინტერესებული.

სანდრო საპანაძე

დრაქსლერი: “ყველაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა”

გერმანული “შალკეს” ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და მცირე კომენტარი გააკეთა წილისყრის შედეგებთან დაკავშირებით.

“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენთვის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემი ბავშვობის ოცნებაა “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” წინააღმდეგ თამაში. მადრიდულ კლუბზე ძლიერი მოწინააღმდეგე უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. მოუთმენლად ველი ამ დაპირისპირებებს” – განაცხადა დრაქსლერმა

“შალკეს” “ბაზელის” დამარცხება ძვირად დაუჯდა

გერმანულ “შლაკეს” გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში “ბაზელის” დამარცხება ძვირად დაუჯდა. საქმე იმაშია, რომ გუშინდელ დაპირიშპირებაში ტრავმები მიიღეს ბენედიქტ ჰიოვედესმა და იულიან დრაქსლერმა.

როგორც მატჩის მერე გახდა ცნობილი, ფეხბურთელები “შალკეს” 2013 წლის ბოლომდე ვერ დაეხმარებიან. გელზენკირხენელებს ახალ წლამდე ბუნდესლიგაში გასამართი ორი შეხვედრა დარჩათ გასამართი “ფრაიბურგთან” და “ნიურნბერგთან”.