SUN: დავიდ სილვა “სიტის” ტოვებს

“მანჩესტერ სიტისა” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, დავიდ სილვამ შესაძლოა მანჩესტერული კლუბი დატოვოს.

ცნობილი ინგლისური გამოცემა THE SUN იტყობინება, რომ ესპანელის შეძენა “ლივერპულსა” და მილანის “ინტერს” სურს. 31 წლის ფეხბურთელს “სიტისთან” კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, მაგრამ ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ. თავის მხრივ “ლივერპული” მზადაა სილვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს, მას კლოპი ადამ ლალანას შემცვლელად მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტიში” 2010 წლის შემდეგ ირიცხება, მანამდე კი “ვალენსიის” ღირსებას იცავდა.