სანაკრებო პაუზის შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” 18 ნოემბერს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მიიღებს.
გაირკვა იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ დერბიში იმსაჯებს. ლა ლიგა სანტანდერის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩს დავიდ ფერნანდეს ბორბალანი განსჯის. სწორედ 44 წლის ესპანელი იყო “ვისენტე კალდერონზე” გამართული ბოლო დერბის რეფერი, რომელიც 2016 წლის 19 ნოემბერს შედგა. მაშინ, “ბლანკოსმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკით იმარჯვა.
აქვე გეტვყით, რომ ზემოთ ნახსენებ თამაშში ბორბალანმა “ატლეტიკოს” მხრიდან” გოდინი, გაბი, კორეა და კოკე გააფრთხილა, ხოლო, “რეალის” მხრიდან ყვითელი ბარათი რონალდუსა და ვასკესს უჩვენა.