კორეას არასპორტული საქციელი მადრიდულ დერბიში (ვიდეო)

ამ წუთებში დასრულდა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდული დერბი, “ატლეტიკომ” და “რეალმა”, არც თუ ისე სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზეს და ანგარიშიც “ლოგიკურად” 0-0 დაფიქსირდა.

თუმცა, საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმენა მატჩის მე-20 წუთზე, როდესაც ტრავმირებული ბენზემა მინდორზე იწვა, “ატლეტიკოს” შემტევმა ანხელ კორეამ კი ბურთი “ლოსი ბლანკოს” ცხრიანს თავში გაარტყა, თუმცა მსაჯს ამ მომენტზე რეაგირება არ მოუხდენია და არგენტინელი გაფრთხილებას გადაურჩა.

მადრიდული დერბის საუკეთესო თერთმეტეული Marca.Com-ის ვერსიით (ფოტო)

მოგეხსენებათ, რომ დღეს მადრიდული დერბი გაიამრთება, სადაც ერთმანეთს “ატლეტიკო” და “რეალი” დაუპირისპირდება, აღნიშნული მატჩი მსოოფლიოს მასშტაბით დიდ ინტერესს იწვევს.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე კი ესპანური გამოცემა Marca.Com-ი დღევანდელ მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეულს გვთავაზობს.

მეკარე: ობლაკი (“ატლეტიკო”).
მცველები: მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი (ყველა “რეალი”).
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ისკო (ყველა “რეალი”).
თავდამსხმელები: რონალდუ (“რეალი”), კორეა (“ატლეტიკო”).

ლუკასის და ტეოს დედა: “ისინი ჩემთვის პირველ რიგში შვილები არიან, შემდეგ სპორტსმენები”

ხვალ მადრიდული დერბი გაიმართება. მსოფლიო საფეხბურთო სამყარო მთლიანად ამ შეხვედრაზე არის კონცენტრირებული. როგორც მოგეხსენებათ ტეო ერნანდესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რეალში” გადაბარგდა და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ძმები ლუკას და ტეო ერნანდესები ერთმანეთს დერბიში შეხვდებიან.

ამ თემასთან დაკავშირებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ ერნანდესების დედას, ქალბატონ ლორეს ინტერვიუ ჩამოართვა: “ეს იქნება დღე, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. როდესაც მათ მინდორზე ვნახავ, ძალიან ამაყი ვიქნები. ეს სიზმარში ცხოვრებას ჰგავს. ჩემი გული ლუკასს და ტეოს თანაბრად ეკუთვნის, ისინი ჩემთვის პირველ რიგში შვილები არიან, შემდეგ სპორტსმენები. მათ შორის სხვაობა მხოლოდ 15 თვეა, ამიტომ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. დერბის გამო ბიჭები ხშირად კამათობენ, მაგრამ მხოლოდ, როგორც ძმები. სახლში ფეხბურთზე არც თუ ისე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა ლუკასი და ტეო ერთმანეთის მატჩებს ყოველთვის უყურებენ, შემდეგ კი ერთმანეთს შეცდომებზე მიანიშნებენ და რჩევებს აძლევენ”, – აცხადებს დერბის დედა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი ხვალ 18 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩატარდება, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც “ატლეტიკო” აღნიშნულ სტადიონზე თანაქალაქელებს უმასპინძლებს.

კეილორ ნავასის დაბრუნება მადრიდულ დერბიში საეჭვოა

მაშინ, როდესაც ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მატჩებისთვის ემზადებიან ანდაც კლუბში მომავალი შეხვედრებისათვის აქტიურ სამწვრთნელო პროცესში არიან ჩართულნი, მადრიდის “რეალის” მეკარე, კეილორ ნავასი დროს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კეილორ ნავასი უკვე 5 შეხვედრაა კლუბს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. კოსტა-რიკელის ტრავმა, არც თუ ისე მსუბუქი აღმოჩნდა, როგორც მედიკოსები ვარაუდობდნენ. დიდი ალბათობით, მას მადრიდულ დერბიმდე დასაბრუნებლად დრო არ ეყოფა, ამიტომაც ზიდანს ისევ კიკო კასილიაზე ნდობა მოუწევს. ასევე პრობლემები აქვს “რეალის” მესამე მეკარეს ლუკა ზიდანსაც, რომელსაც ძვლის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა და ის გუნდს რამდნეიმე თვე ვერ დაეხმარება.

კლუბში ამჟამად მესამე მეკარის ფუნქცია ახალგაზრდა მოჰა რამოს აქვს შეთავსებული, რომელიც მადრიდის “რეალის” აკადემიის წევრია. ის უკვე რამდენიმეჯერ მოხვდა დედაქალაქელტა განაცხადში და ზიდანის გადაწყვეტილებიტ ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანეს.