U21: საქართველომ და ფინეთმა ქულები გაიყვეს

დღეს 21-წლამდე ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთი მიიღო. დაძაბულ დაპირისპირებაში ანგარიში ბენჯამინ ბალმანმა გახსნა. ტურკუს “ინტერის” ფეხბურთელმა ეს მეცხრე წუთზე მოახერხა.

მეორე ნახევარში ქართველების ჯერი დადგა. 59-ე წუთზე გიორგი ბერიძემ ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე ბალმანმა კვლავ წინ გაიყვანა სკანდინავიელები, თუმცა სამ წუთში რომან ჭანტურიამ სხვაობა აღადგინა.

საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 2-2 დასრულდა. ჩვენი ნაკრები ერთი ქულით ბოლო ადგილზეა. ფინეთი სამით მეოთხეზე.

21-წლამდელთა სასტარტო შემადგენლობა ფინეთთან შეხვედრაში! (ფოტო)

დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ფინეთს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20 საათზე დაიწყება. აღნიშნულ შეხვედრაზე გულშემატკივართვის დასწრება თავისუფალია. მათთვის, ვინც ახალგაზრდულ ნაკრებს მხარს სტადიონიდან ვერ დაუჭერს, შეხვედრის ხილვა Setanta Sports Georgia-ზე შეეძლებათ.