პარუნაშვილის გოლი დანიის პირველ დივიზიონში

დღეს დანიის რანგით მეორე დივიზიონის მეჩვიდმეტე ტურში “როსკილდესმა” “ესბერგს” უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა და 93-ე წუთზე თავიც გამოიჩინა, ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მეორე გოლია. რაც შეეხება “ესბერგის” მეორე ქართველ ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს, ის სათადარიგოთა შორის იყო და მინდორზე არ გამოჩენილა.

“ესბერგს” მეჩვიდმეტე ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს და მესამე პოზიციაზე მყოფთან ჩამორჩენა, მხოლოდ ერთი ქულაა.